RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ტერორისტული მისწრაფებები

16.10.2009  |  10:26

4282.jpegსაქართველო მოუსვენარი ქვეყანაა. უკვე ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეს ცნობილი გახდა, რომ შიდა ქართლში აფეთქება მოხდა. დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძები. თბილისში მომხდარს დივერსია უწოდეს. რას უნდა ნიშნავდეს ეს, არკვევდა GeirgiaTimes-ის კორესპონდენტი.

დასავლეთ საქართველოს სოფელ ცარგვალში მომხდარი აფეთქების შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგოუწყების თანამშრომლებმა შეტყობინეს, თანაც დააყოლეს, რომ მწყობრიდან გამოსული ორი მაღალი ძაბვის ანძის აღდგენას „დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება".

ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის ეთერში შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის ერთ-ერთ ანძაზე აფეთქება მოხდა. „ასაფეთქებელი მოწყობილობა ოთხ ანძაზე იყო დამაგრებული, მაგრამ მხოლოდ ერთზე ამოქმედდა, თუმცა ის არ წაქცეულა და განაგრძობს ფუნქციონირებას. ამჟამად იქ გამნნაღმველები მუშაობენ".

ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ სტარეტგიული ობიექტის უფრო სერიოზული დაზიანების შემთხვევაში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩებოდა მთელი დასავლეთ საქართველო მათ შორის დედაქალაქიც.

ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა მომხდარს „საქართველოს ენერგომოარაგების წინააღმდეგ მიმართული დივერსია" უწოდა. მასმედიაში ტერაქტზე ალაპარაკდნენ.

ცოტა მოგვიანებით შსს-მ დაადასტურა ჭორები. როგორც საგენტო GHN იტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანძებზე მიმაგრებული იყო ტროტილი, რომელიც მოქმედებაში მოიყვანეს დიტანციური მართვის მოწყობილობით.

.მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ დაასახელეს ტერაქტის ორგანიზატორები, ცხინვალი ამ ფაქტს წინსწრებით გამოეხმაურა.

სამხრეთ ოსეთს არ აქვს შეხება საქართველოს ხაშურის რაიონში მომხდარ დივერსიულ აქტთან, სადაც საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებული იქნა მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები, განაცხადა რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა. „პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ტერაქტები ჩვეულებრივ რაიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენის წინ ხდება".- განმარტა კომიტეტმა, გადმოსცემს სს „რეს".

რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში მოიყვანეს მაგალითი, როდესაც საქართველოდან შემოვიდა ინფორმაცია პოლიციის მანქანის აფეთქების შესახებ სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ დვანში, სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის და მისი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

„ახლანდელი დივერსიული აქტი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს მმართველი რეჟიმის მცდელობა, მოქალაქეების ყურადღება გადაიტანონ სხვა რამეზე, ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციიდან,- თვლიან სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში.- პროვოკაციის ამგვარი მეთოდები ჩვეულებრივი გახდა საქართველოს სპეცსამსახურებისთვის".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100