RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ისტებლიშმენტის განსაკუთრებულობები

16.10.2009  |  17:33

4288.jpegსაქართველოს ოპოზიცია კვლავ აცხადებს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ. ოფიციალურ თბილისსაც ესმის, რომ პერმანენტული ომის პირობებში ყოფნა მოსკოვთან - ხან რეალურის, ხან ვირტუალურის, ხანაც დიპლომატიურის - სხვა რომ არაფერი ალბა უაზრობაა. მაგრამ ჯერ კიდევ პოზა უჭირავს. საკითხი სულ სხვა რამეშია: რამდენად პროდუქტიული იქნება ოპოზიციია ინიციატივები...

„ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გუშინ, როგორც იქნა გამოაქვეყნა საკუთარი პროგრამის მთავარი პრინციპები. პრეზიდენტის ეკონომიკური თავისუფლების აქტის ალტერნატიული წინადადებები, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანდ არ გაჟღერებულა.

შესაძლოა, ოპოზიციონერები ქვეყნის პრემიერს ეთანხმებიან, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა. შესაძლოა, ეკონომიკურ პოლიტიკაზე როგორც ჩვევიათ, ცოტა მოგვიანებით გაიხსენებენ. ან კიდევ მართლები არიან ჩემი ნაცნოებები თბილისიდან, რომლებიც შეკითხვაზე, თუ როგორ არის თქვენთან კრიზისი - ძალიან მხნედ მპასუხოებნ: "რომელი კრიზისი? ჩვენთან უკანასკნელი 20 წელი კრიზისია. როგორღა უნდა ვიგრძნოთ ეს..."

ასეა თუ ისე, საქართველოში ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა: ეკონომიკა - მეორადია და პოლიტიკა -პირველადი. ოპოზიციური ლიდერის ირაკლი ალსანაიას პროგრამაშიც, რომელსაც მრავალი მიხეილ სააკაშვილის მთავარ კონკურენტად მიიჩნევს, ეკონომიკა გაკვრითაა ნახსენები,მთავარი აქცენტები პოლიტიკაზეა გაკეთებული.

როგორც იტყობინება გაზეთი ვზგლიადი, ალასანიას პროგრამის მთავარი პუნქტები ასეთია: „ჩვენი მთავარი ამოცანაა - კონტროლირებად ტერიტორიებზე ავაშენოთ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, ამავდროულად საერთაშორისო არენაზე მივაღწიოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებას".

ოპოზიციონერის თქმით, აუცილებელია „ნაბიჯ ნაბიჯ ურთიერთობების აღდგენის დაწყება რუსეთთან და მასთან მოლაპარაკებების წარმოება". „ყოველივე ეს შეუძელებლია ახლანდელი ხელისუფლების პირობებში,-განაცხადა ალასანიამ.- მათ ამოწურეს ყველა რესურსი".

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მასმედიაში ერთერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური გაერთიანების პროგრამის გამოქვეყნებისადმი მიძღვნილი ხმაამღალი სათაურებისა, „ალიანსის" პროგრამაში განსაკუთრებული ნოვაციები არ არის.

რუსეთთან ურთიერთოებების დალაგების აუცილებლობაზე, უკანასკნელი დროის განმავლობაში, ალბათ მხოლოდ ზარმაცმა თუ არ საუბრობდა. თავად ირაკლი ალასანიამ ამგვარი განცხადება გააკეთა მაშინათვე, როგორც კი, რვა თვის წინ ოპოზიციაში გადავიდა. შესაძლოა, ერთი თვის შემდეგ გაჩნდეს კიდეც პროგრამაში ახალი წინადადებები...

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100