RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“ალ-ქაიდას” ემისარები საქართველოში შეიფარეს?

19.10.2009  |  10:01

"ბოევიკებთან აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები იმას ამტკიცებს, რომ მათ და "ალ ქაიდას" ემისარებს კონტაქტები აქვთ დამყარებული ქართულ სპეცსამსახურებთან, რომელთა მონაწილეობითაც დაიგეგმა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტების გადაგზავნა და მომზადება. ამას გარდა, ისინი გამუდმებით ცდილობენ მიაწოდონ იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ფინანსური დახმარება დაღესტანის ზედმეტად საშიშ ობიექტებზე დივერსიის ჩასატარებლად. პირველ რიგში, ნავთობ და გაზსადენებზე",- განაცხადა ბორტნიკოვმა.

ამ უკანასკნელმა ასევე განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული დაკავებულია ბანდფორმირებების 178 წევრი. ბორტნიკოვის თქმით, ბანდიტების რიცხვი, რომელთა საქმიანობის აღკვეთაც მოხერხდა, არის ალჟირის მოქალაქე, ვონმე "ექიმი მუჰამედი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში "ალ ქაიდამ" გამოაგზავნა დაღესტანში ტერორისტების საქმიანობის კოორდინაციისთვის". დაკავებულ ბოევიკთა შორის ასევე აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბანდების მეთაურები. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, რომ 2009 წლის დასაწყისიდან მოხერხდა ამ რეგიონში 45 ტერაქტის აღკვეთა.

შეიძლება უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ამდენი სამუშაო არ ჰქონოდა კავკასიაში, საერთაშორისო ტერორისტებს მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდათ ქვეყანაში, რომელიც მზად არის "ალ ქაიდასთან" და თალიბებთან საბრძოლოდ გაგზავნოს ასობით ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში. მაგრამ ასეთი პრეზიდენტი ყავთ საქართველო, ის ერთი ხელით ხელს აწერს ტერორისტებთან ერთობლივად ბრძოლის შეთანხმებას, მეორეთი კი თავის სპეცსამსახურებს აძლევს ბრძანებას, რომ დაეხმარომ "ალ ქაიდას" ემისარებს რუსეთთან ბრძოლაშო.

მოკლედ, ქართულმა მხარემ გასაოცარი ოპერატიულობით გასცა პასუხი ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებას. "ეს ბრალდებები აბსურდულია, საქართველოში არ არის "ალ ქაიდას" არც ერთი ემისარი",- განაცხადა საქარტველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ...

 

იგორ უმანცევი

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100