RSS
на русском en in english
27.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“ალ-ქაიდას” ემისარები საქართველოში შეიფარეს?

19.10.2009  |  10:01

4296.jpegეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე განცხადება, რომელსაც შეიძლება შორს მიმავალი შედეგები მოყვეს. მან ქართული ქპეცსამსახურები დაადანაშულა იმაში, რომ ისინი ეხმარებიან "ალ-ქაიდას" ქსელის წარმომადგენლებს ჩეჩნეთში ტერორისტების გადაგზავნასა და დაღესტანში იარაღის მიწოდებაში.

90-ან წლებში მსგავსი სახის განცხადებები ხშირად ისმოდა ზოგი ქართული სტრუქტურის მისამართით, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ჩეჩენ ბოევიკებს, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელისუფლება ცდილობდა ყველანაირად უარეყო კავკასიელ ექსტრემისტებთან რაიმე კონტაქტის ქონაც კი. თუმცა ყველამ იცოდა, რომ პანკისის ხეობაში განთავსებული იყო ბაზები, სადაც ბოევიკებს ჩეჩნეთში გასაგზავნად ამზადებდნენ.

90-ან წლებში საქართველის ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩეჩენმა ბოევიკებმა და არაბმა დამქირავებლებმა ფაქტიურად მოახდინეს პანკისის ოკუპაცია, ქართველი ძალოვნები კი ამაზე თვალს ხუჭავდნენ. ხეობის პოლიგონებზე გელაევის, აბდულ-მალიქის, ამჟეტის, ჰასანის და სხვა საველე მეთაურების ხელმძღვანელობით დაკავებულები იყვნენ, ცეცხლის, ტაქტიკური და სანაღმე-ასაფეთქებელი მომზადებით უცხოელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. ამ ყველაფერმა მაშინ მოსკოვს იმის მტკიცების საშუალება მისცა, რომ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მოწინააღმდეგე ბოევიკების ბაზად იქცა.

ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე მაშინდელ რუს ჩინოვნიკს სერგეი იასტრჟებსკის ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, შეუძლია თუ არა მოსკოვს მიაყენოს პანკისში ბოევიკების დისლოკაციის ადგილს პრევენციული დარტყმა? პასუხი ასეთი იყო: თუკი ამერიკას შეუძლია მსგავსი სახის დარტყმები მიაყენოს "ალ-ქაიდას" საწრვთნელ ბანაკებს, მაშინ რატომ არ შეუძლია რუსეთსაც იმავეს გაკეთება? რა ქარბუქი ატყდა პრესაში!

მართლია არავის პრევენციული დარტმა არ მიუყენებია, მაგრამ შევარდნაძემ სცადა ხეობიდან ბოევიკების გაძევება. დროებით! სანამ ჟურნალისტებს მოატარეს ხეობის სოფლების და აჩვენეს, რომ არანაირი ბოევიკები იქ არ იუვნენ.

მაგრამ უკვე 2004 წელს პანკისში იმალებოდა ცალფეხა "ტერორის გენერალი" შამილ ბასაევი. როგორც მაშინ ინტერნეტ-გამოცემა "დილა" წერდა, მაშინ შედგა შამილ ბასაევისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრა.

ტერორისტი ბასაევი ლიკვიდირებულია. თავის მფარველთან ნაჩხუბარი ოქრუაშვილი ახლა იმალება სხვა ქვეყანაშუ, პანკისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში კი "ალ-ქაიდას" ემისარები საკაოდ თავისუფლად მოქმედებენ ქართული სპეცსამსახურების დახმარებით. საინეტერესოა როგორ უყურებენ ამ კონტაქტებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი მფარველები? "ალ-ქაიდა" ხომ ამერიკის პირველი მტერია, სააკაშვილი კი ემისარების საქართველოში ყოფნით ამერიკისტვის მიღებული ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის აშკარა დემონსტრირებას ახდენს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100