RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი ქურდების დასასრულის დასაწყისი

19.10.2009  |  10:04

4297.jpegრუსეთში ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებს ფაქტიურად ვენდეტა გამოუცხადეს. თანაც, არა სამართალდამცავმა ორგანოებმა, არამედ მტრულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც მეთაურობს კანონიერი ქურდი ძედ ჰასანი. მისი მეგობრის იაპონჩიკას დასაფლავების შემდეგ ტარიელ ონიანს ფიზიკური განადგურება ემუქრება.

ქართულ კრიმინალიტეტს რუსეთში საქმეები ჯერ კიდევ ამ წლის ზაფხულში გაუფუჭდა. მაშინ დააპატიმრეს და თავდებით არ გამოუშვეს კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი. მას ბრალი დასდეს ბიზნესმების გატაცებასა და შანტაჟში. მაგრამ დაკავების ფარული მიზეზი იყო ონიანისა და ძედ ჰასანის კლანებს შორის დაწყებული ომი. ევროპიდან დაბრუნებულ ტარიელ ონიანს სურდა გავლენის სფეროს გადანაწილება.

ეთნიკური დაჯგუფების ლიდერი ახლაც ციხეში ზის. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მას მიიღოს დანაშაულებრივი სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობა. სექტემბერში მოხდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ იაპონჩიკაზე.

ის მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ ოპერაციებმა ვერ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე. რამდენიმე დღის წინ თირკმელებმა და ღვიძლმა მუშაობა შეწყვიტა. ის გარდაიცვალა და რუსეთის კრიმინალურმა სამყარომ ის ბოლო გზაზე გააცილა.

მას მარხავენ ვაგანკოვის სასაფლაოზე, დეკაბრისტ მიხეილ ბესტუჟევის, ცნობილი ლექსიკონის შემდგენის ვლადიმერ დალის, მეცნიერი კონსტანტინე ტიმირაზევის და პუშკინისტი იური ტინიანოვინის გვერდით. რისთვის?

მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენელმა ალექსანდრე გუროვმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს კანონიერი ქურდი სასტიკი იყო, მაგრამ სამართლიანი, "ის ყოველთვის სამართლიანად მოქმედებდა და ამიტომ დაიმსახურა პატივისცემა"...

თუმცა, დამნაშავისთვის მიძღვნილი ეს ოდები მეტყველებს რუსული საზოგადოების მაღალი ფენების არც ისე მაღალ ზნეობაზე. აქ რუს სამართალდამცავებს არ აწყენდათ ქართველებისგან მაგალითის აღება, რომლებმაც, როგორც მიხეილ სააკაშვილი ტრაბახობდა, ქვეყნიდან გაყარეს და დაიჭირეს ყველა ქართველი კანონიერი ქურდი.

თუმცა, საქართველოს შსს-ს რისხვას ხშირად ოპოზიციონერებიც იმსახურებდნენ, ხანდახან პოლიციას სიკვდილამდეც კი მიუყვანია ხალხი. ასე მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში, რომლის მამაც დღემდე ცდილობს მოიგოს სასამართლო იმ პატრულის წინააღმდეგ, რომელმაც მისი შვილი დახვრიტა.

მაგრამ უახლოეს მომავალაში საქართველო შეიძლება პირისპირ აღმოჩნდეს რუსეთიდან ქართველი ქურდების რეპატრიაციასთან. ნაკადი უკვე წავიდა უკრაინისკენ. როგორც დაიჩივლა სექტემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ, ქვეყანაში კრიმინალის წმენდას არც ისე კარგი შედეგები აქვს, განსაკუთრებით მოსკოვში იაპონჩიკას მკვლელობის შემდეგ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100