RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სპეციალისტი რუსეთის დარგში დაკავდება საქართველოს უსაფრთხოებით

20.10.2009  |  09:43

4309.jpegამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექდანდრე ვერშბოუ ამაღამ თბილისში ჩამოდის. ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა ინქბეა ამერიკის სამხედრო დახმარება რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. დაეხმარებიან თუ არა საქართველოს ამერიკიდან არა მხოლოდ მორალურად, არამედ მატერიალურადაც?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ ვერშბოუს ჩამოსვლა დაკავშირებულია ამერიკასა და საქართველოს შორის გასული წლის იანვარში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიასთან.

მოსალოდნელია, რომ ვერშბოუ თბილისში განიხილავს საქართველოში შეიარაღებული ძალების რეფორმირებებს, ქვეყნის მონაწილეობას ნატოს ოპერაციებში ავღანეთში და საერთოდ - რეგიონის უსაფრთხოების საკითხს. ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში შექმნილია 4 ერთობლივი სამუშაო ჯგუფი დემოკრატიის, უსაფრთხოების,ეკონომიკური განვითარების და საქართველოსა და ამერიკის ხალხს შორის ურთიერთობების განვითარების სფეროებისთვის.

თბილისში ამ ვიზიტზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ. ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, "ამერიკული დახმარება საქართველოსთვის არ შეწყდება, მიუხედავად მესამე ქვეყნის ღელვისა".

ვერშბოუ სათავეში უდგას ამერიკის დელეგაციას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის სხდომაში. ჯგუფის შემდეგი შეხვედრები შედგება ნოემბერსა და დეკემბერში.

ქართული მასმედია იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ თბილისში ვიზიტამდე ვრშბოუმ გააკეთა ხმამაღალი განცხადება: "ჩვენ არ ვაპირებთ დავთანხმდეთ ემბარგოს საქართველოში იარაღის შემოტანაზე და დავეხმარებით მას თავის დაცვაში". ქართული გამოცემების ინფორმაციით, ეს განცხადება გაისმა შვედეთში საერთაშორისო ფორუმზე. შეხვედრაზე იმყოფებოდა ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

სხვათა შორის, ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ სწორედ ვერშბოუმ განაცხადა: "კომისიის დასკვნების მიუხედავად ამერიკის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება".

ახლა თბილისში ვარაუდობენ, რომ ვერშბოუს ვიზიტი თბილისი რუსეთისთვის ერთგვარი ნიშანია. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ვერშბოუს ვიზიტი "არის გზავნილი რუსეთისთვის მის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით".

"ვერშბოუს ვიზიტი, პირველ რიგში, არის თავდაცვის სფეროში დაკავებულ პირებთან კონტაქტის დალაგების სურვილი, ასევე მკაფიო მინიშნება მოსკოვისთვის, რომ მის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ არც ამერიკა და არც ევროპა მხარს არ დაუჭერენ, თუმცა, იმავდროულად, ამერიკა არ იღებს საკუთარ თავზე საქართველოს მოულოდნელი გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობას",- აცხადებდა პოლიტოლოგი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100