RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თუ არა ბაღაფში, სხვა აბა ვინ?

21.10.2009  |  10:03

4321.jpegაფხაზეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რესპუპლიკის პრეზიდენტობის კანდიდატების სიას შეემატა. ის კვლავ, ისევე როგორც 2004 წელს შეეცდება კონკურენცია გაუწიოს სერგეი ბაღაფშს. GeorgiaTimes-ისთვის წინაასარჩევნო სიტუაციას კომენტარი გაუკეთა რუსეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა სერგეი მაკაროვმა.

როგორც "აფსნიპრეს"-ი იტყობინება, ამ დღეებში ცენტრალურმა საარჩევნო კომიოსიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატატ რაულ ხაჯიმბას წამოსაყენებლად. წინასაარჩევნო რბოლამ, სტარტი 13 ოქტომბერს აიღო. 2 ნოემბერს კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდება და 12 დეკმებერს არჩევნები ჩატარდება.

პრეტენდენტების სიაში ხაჯიმბას გარდა, არის ნაკლებად ცნობილი ფილოსოფიურ და ეკომომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა. როგორც განუცხადა ტლეკომპანია "რუსთავი-2"-ს საქართველოს "ექსპერტების კლუბის" პრეზიდენტმა ლევან კიკნაძემ, ამგვარი კანდიდატურები "მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ფონის შესაქმნელადაა საჭირო, ვინაიდან ელექტორატზე ზემოქმედების რაიმე სხვა საშუალებები არ აქვთ".

ამას გარდა, გასულ კვირას აფხაზეთის ცსკ-ომ ორი პარტია დაარეგისტრირა, რომლებიც ამ დღეებში წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატურებს, _ "ედინაია აბხაზია" და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია (ერა). პირველი მმოქმედ პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს წარადგენს არჩევნებზე, მისი კონკურენტი კი, (ერა)-ს მხრიდან იქნება ცნობილი ბიზნესმენი და ოპოზიციური ტელარხის "აბაზა ტვ"-ს მფლობელი - ბესლან ბუტბა.

როგოც რუსული გაზეთი "კომერსანტი წერს, ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიის აქცენტები იგივე იქნება, რაც იყო 2004 წელს".

საქმე იმაშია, რომ აფხაზეთის პარლამენტმა, არჩევნების შესახებ კანონში შეიტანა ახალი შესწორებები, რომლის მიხდვითაც ამიერიდან არჩევნებისას ხმის მიცემის უფლება ექნებათ მხოლოდ აფხაზური პასპორტების მოქნე პირებს. ბაღაფშს კი, წინა არჩევნებისას სოლიდური მხარდაჭერა ქონდა რესპუბლიკის ქართველი მოსახლეობის მხრიდან, მათ შორის - გალის რაიონიდანაც. ამჯერად არის საფრთხე, რომ ის ამ ხმებს ვერ მიიღებს, ვინაიდან ქართველებისთვის ფახაზური პასპორტების გაცემა შეჩერებულია.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა გამოცემას, რომ, "გალის რაიონთან დაკავშირებული თამაშები - ეს ხაჯიმბასა და ბაღაფშს შორის პირადი დაპირისპირების საკითხია". "ეს პოლიტიკური შოუა, რომელსაც ისინი არჩევნებს უწოდებენ და ის ეწყობა მხოლოდ მათთვის ვინც რუსული ფულის გაყოფას აპირებს. გალის რაიონის მაცხოვრებლები, მათ რიცხვში ვერ მოხვდნენ".- განაცხადა იაკობაშვილმა.

ვარაუდი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა რეალურად ხაჯიმბასა და ბაღაფშს შორის გაიმართება, პოლიტოლოგმა ლევან კიკნაძემაც გამოთქვა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100