RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპამ ქართულ სასამართლოს პატიოსნებისა და ღირსებისკენ მოუწოდა

21.10.2009  |  10:06

4322.jpegხუთშაბათს სომეხი აქტივისტის ვააგან ჩახალიანის სააპელაციო საჩივრის განხილვის წინ, საფრანგეთის სომხურმა დიასპორამ გააკეთა განცხადება მის დასაცავად. ისინი ითხოვენ საქართველოს ხელისფლებისგან: შეაჩერონ უსამართლო სასამართლო და აღუდგინონ უფლებები პოლიტიკურ პატიმარს.

ამ კვირას, კვლავ გაგრძელდება სასამართლო კლოუნადა ჯავახი აქტივისტის ვააგან ჩახალიანის საქმეზე. ქართველო სომეხი, იმისათვის ზის ციხეში, რომ სცადა ნაციონალური ღირსებებისა და ინტერესების დაცვა, რასაც ფეხქვეშ თელავს ადგილობრივი ხელისუფლება. ეს საქმე თეთრი ძაფითაა შეკერილი და სწორედ ამიტომაც, ბრალდებულს არ აკარებენ დამოუკიდებელ ევროპელ ადვოკატებს.

ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის სომხური ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭომ (CCAF) მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეაჩეროს უსამართლო სასამართლო და აღადგინოს ვააგან ჩახალიანი ყველა უფლება.

GeorgiaTimes-ი არაერთგზის წერდა, თუ როგორ "შეთითხნეს" ეს საქმე და ვერდიქტი გახლავთ: 10 წლით თავისუფელბის აღკვეთა: იარაღი შენახვის, ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის და რაც მთავარია - მასობრივი არეულობების ორგანიზების გამო.

ჯავახეთში, საპროტესტო აქციების მიზეზი, ჯერ კიდევ 2006 წელის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გახდა. მაშინ, ჩახალიანის თაოსნობით დაარსებული ორგანიზაცია "ერთიანი ჯავხკი" იმის წინააღდეგ გამოვიდა, რომ სომხებით დასახლებულ რეგიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები ინიშნებოდნენ ხელმძღვანელებად.

არეულობა, ახალქალაქის პოლიციის უფროსის სამველ პეტროსიანის სახლთან აფეთქებით დასრულდა. ამას ჩხრეკის დროს, ორი პოლიციელი მკვლელობა მოყვა. შემდეგ კი, ჯავახეთში "ერთიანი ჯავახკის" ლიდერების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. ერთერთმა მათგანმა, გურგენ შირინიანმა დაჭერამდე მოხერხა გაქცევა. დეკემბერში, ის დაუსწრებლად გაასამართლეს "მკვლელობის" მუხლით და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჩახალიანი და მისი ოჯახი დააპატიმრეს, დაადანაშაულეს და გაასამართლეს. მის სახლში ნაპოვნი იარაღის ექსპერტიზის ჩასატარებლად კი არც გაისარჯნენ. მამას და უმცროს ძმას ჯარიმები დაეკისრათ, თავად ვააგანი კი 10 წლით ჩაჯდა ციხეში. როგორც კი სასამართლომ გამოიტანა ეს განაჩენი, საფრანგეთში ჩახალიანის მხარდასაჭერად საქართველოს საელჩოს წინ, საპროტესტო აქცია ჩაატარეს ფრანგმა სომხებმა.

ადგილობრივმა ადვოკატებმა, ჯერ კიდევ ზამთარში განაცხადეს უარი მის დაცვაზე. ფრანგი სპეციალისტი პატრიკ არაპიანი, ხელისუფლებამ არ დაუშვა საქმესთან. მის ინტერესებს ამჟამად, სომხეთის მოაქალაქე სტეპან ვოსკანიანი წარმოადგენს. თუმცა, არცერთი მისი საჩივარი და მიმართვა სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული და მიღებული. ამასთან ერთად, მოსმენებისას ბრალმდებლების არგუმენტების ქართულიადან სომხურად თარგმნი, არ იძლევა სწრაფად რეაგირების საშუალებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100