RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მაზუთი ყველა კვალს რეცხავს

22.10.2009  |  11:25

4340.jpegსაქართველოს რკინიგზაზე მოხდა მორიგი ტერორისტული აქტი. დასავლეთ საქართველოში უცნობმა პირებმა ააფეთქეს სენაკი-ფოთის სარკინიგზო მონაკვეთი.

როგორც ქართულ პოლიციაში ყვებოდნენ, აფეთქება სამეგრელოს რეგიონში მოხდა - ოთხშაბათს დაახლოებით ღამის პირველ საათზე. რელსებიდან გადავიდა ნავთობპროდუქტებით დატვირთული 12 ცისტერნა, ზოგიდან საწვავმაც გაჟონა. რაიონში მაზუთი დაიღვარა. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების სახით ტროტილი იყო გამოყენებული.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უახლოეს სახლებში ჩაიმტვრა შუშები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მწყობრიდან გამოვიდა მაგისტრალის დაახლოებით 150 მეტრი.

საქართველოს რკინიგზაზე აფეთქებები უკვე დიდი ხანია აღარ არის იშვიათი მოვლენა.

აი გასული თვეების ქრონიკა.

2 ივნისის ღამეს ამავე რეგიონში რელსებზე ამუშავდა საათის მექანიზმია ასაფეთქებელი მოწყობილობა. გამოყენებული იყო ჰექსოგენი და ტროტილი.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რკინიგზასთან ახლოს მდგარ სახლებში, შუშები დაიმსხვრა. რკინიგზელები თვლიან, რომ აფეთქება 2 საათით გვიან რომ მომხდარიყო, სამგზავრო მატარებლის მოძრაობისას, ხალხი აუცილებლად დაიხოცებოდა.

6 სექტემბერს კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა საქართველოს დასავლეთ მაგისტრალზე. აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ამ ნაწილზე უნდა გაევლო სამგზავრო მატარებელს.

აღვნიშნავთ, რომ ეს რკინიგზაზე მომხდარი მეხუთე აფეთქებაა.

სექტემბრის აფეთქებას ქართულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტი უწოდეს. თუმცა დამნაშავეები ვერ იპოვეს.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება არაერთი კითხვა, და , პირველ რიგში, ვინ წამოიწყო "რელსების ომი" დასავლეთ საქართველოში?

ივნისში პოლიციამ დააკავა ზუგდიდის ადგილობრივი მცხოვრები აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილის სახით, მაგრამ მის ჩვენებებს აშკარა პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა. აფეთქებისას იქ მყოფი მამაკაცის თქმით, ტერაქტის შემდეგ მასთან მივიდა ორი უცნობი ადამიანი და თხოვეს აფხაზეთის მიმართულებით გზის ჩვენება.

მაშინ ზუგდიდი პოლიცია ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა, პოლიციელებმა ქალაქი მთლიანად გადაქექეს, მაგრამ დივერსანტების კვალს ვერ მიაგნეს. "დაკავებულის" ბედი უცნობია, მაგრამ ეს ისტორია რაღაც ძალიან გავდა აფხაზური სპეცსამსახურების დადანაშაულების მცდელობას. ქარტულმა ტელეკომპანია "იმედმა" თას აუდიტორიას შეატყობინა, რომ ერთ-ერთი ვერსიით "რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებასთან კავშირი აქვთ აფხაზ ბოევიკებს".

სოხუმმა უარყო ქართული მასმედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებეთან აფხაზურ მხარეს აქვს კავშირი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100