RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვერშბოუმ დაამშვიდა მოსკოვი და თბილისი

22.10.2009  |  11:53

4341.jpegამერიკის თავდაცვის მინისტრს მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს ვიზიტი თბილისში დასასრულს მიახლოვდა. ის თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას საბჭოთა კავშირს საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეო გრომიკოს "ბატონის არას" წოდებაზე: არა, ამერიკა არ განათავსებს რაკეტსაწინააღმდეგი დანადგარებს საქართველოში; არა, ბაზებს არ განათავსებს; არა, არ ვატარებდით მოლაპარაკებებს გუანტანამოს პატიმრების თაობაზე. მაგრამ თბილისში გულას არ იწყვეტენ... ვაშინგტონელმა სტუმარმა სამხედრო, დმეოკრატიისა და ეკონომიკის სფეროში დახმარება აღუთქვა.

ჯერ კიდევ ალექსანდრე ვერშბოუს ვიზიტამდე თბილისში არ მალავდნენ მასზე დამყარებულ იმედებს. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავიტ დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ "ამერიკული დახმარება საქართველოსთვის არ შეწყდება, მიუხედავად მესამე ქვეყნის დიდი მცდელობისა".

პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა ამ ვიზიტში საიდუმლო ნიაშანი დაინახა. თურმე, ვერშბოუს ვიზიტი იყო გზავნილი რუსეთისთვის, მის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ვერშბოუ, როგორვ პროფესიონალი დიპლომატი, ეცადა არ გეცრუებინა ქართველი პოლიტიკოსების იმედები, თუმცა ბევრ მნიშვნელოვან პუნქტზე უარყოფითი პასუხი გასცა. დღევდანელი შეხვედრი შედეგების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გადმოყვანა არ განიხილებოდა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში თანახმა იყვნენ.

ქართვეი პოლიიტკოსები ბევრს მსჯელობდნენ საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო განთავსებაზე. მართალია არავის უთხოვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიას სთავაზობდნენ რადარების განსათავსებლად ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ქართველი პოლტიკოსები აზრით, ამერიკის გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯეიმს კარტრაიტი, რომელმაც განაცხადა, რომ პოლონეთისა და ჩეხეთის ნაცვლად სისტემებს კავკასიის სიახლოვეს განათავსებდნნე, გულისხმობდა სწორედ საქართველოს.

პენტაგონში არ აპირებენ სისტემების საქართველოში განთავსებას, განაცხადა ვერშბოუმ. "ჩვენ არ ვატარებთ კონსულტაციებს რომელიმე ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები და არ განვიხილავთ ჩვენი ახალი არქიტექტურის განთავსების საკითხს ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე",- აცხადებდა ვერშბოუ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ატარებს წინასწარ მოლაპარაკებებს რუსეთთან, იმის შესახებ, "თუ როგორ შეუძლია მას თავისი აქტივებით მონაწილეობა მიიღოს საერთო უსაფრთხოების სისტემაში".

ამერიკელმა სტუმარმა ქართველი პოლიტიკოსების სხვა ოცნებების დაამსხვრია. "ვაშინგტონი არ განიხილავს და არ აპირებს საქართველოში სამხედრო ბაზების შექმნას",- განაცხადა ვერშბოუმ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100