RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი შტრიხები კავკასიური მშვიდობის ”მონახაზისთვის”

23.10.2009  |  08:36

4353.jpegჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეევროკავშირისგან, გაეროსგან და ეუთოსგან: პიერ მორელი, იოჰან ვრბეკე და ხარლამპოს ქრისტოპულოსი ამ დღეებში სოხუმსა და ცხინვალში იყვნენ ჩაბრძანებულები. მრავალმხრივი მოლაპარაკებების მონაწილეები კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ დსკუსიების მერვე რაუნდისთვის ემზადებიან, რომელიც ჟენევაში 11 ნოემბერს შედგება. მთავარი განსახილველი თემა იქნება, რეგიონში ძალის გამოუყენებობის პროექტი, რომელიც გუშინ დახურულ კარს მიღმა განიხილეს.

სოხუმში სტუმრები მოლაპარაკებების უშუალო მონაწილეებმა მიიღეს, რომელბიც ჟენევაში ორ თვეში ერთხელ ტარდება - პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ვიაჩესლავ ჩირიბკამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ.

ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებმა, მათ შეთანხმების პროექტის თავიანთი ვარიანტი წარუდგინეს აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყნებლობის შესახებ. შეხვდერა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა და მან ორ საათზე მეტი გასტანა. მისი დასრულების შემდეგ, ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი კმაყოფილი დარჩა შემდგარი კონსულტაციებით, თუმცა კი აღნიშნა, რომ "დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ჟენევაში დაგეგმილ სხდომამდე".

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იოჰან ვერბეკეც კმაყოფილი ჩანდა. "ჩვენ ვმუშაობდით იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მოამზადეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა. ძალიან კარგია, რომ ჩვენ შევძელით მისი დეტალურად დამუშავება, ჩვენს აფხაზ კოლეგებთან ერთად. უდავოდ, ეს - უფრო დიდი კონსულტაციების ნაწილია. ჩვენს ასევე გავაგრძელებთ კოსულტაციებს ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან".- განმარტა მან.

აფხაზეთშიც არ ჩათვალეს საჭიროდ დაწვრილებით შეესწავლათ "მომავალი შეთანხმების მონახაზი", როგორც მას უწოდა ვიაჩესლავ ჩირიბკამ. აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, პროექტი პუნქტების მიხედვით განიხილეს. "მე ვიმედოვნებ, რომ მხარეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ პოზიციებთან დაკავშირებით და ახლა უკვე ჩვენ მოვამაზადებთ, ჩვენს წინადადებებს ჟენევის კონსულტაციების შემდეგი რაუნდისთვის",-განაცხადა ჩირიბკამ.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბასა და ვერბეკეს პირადი შეხვედრის შემდეგ, მინისტრი იმედგაცრუებული იყო პროექტის პირველი ვარიანტით.

"ძალის გამოუყენებლობის შესახებ პროექტზე ზედაპირულმა თვალის გადავლებამ, რამდენადმე იმედი გამიცრუა. მე ვხედავ, რომ ქართული მხარე მართლაც ფიქრობს, რომ მშვიდობის ხელშეკრულებას ხელი რუსეთმა და საქართველომ უნდა მოაწერონ. მე ვშიშობ, რომ ჩვენ იგივე პრობლემებს დავეჯახებით, რა პრობლემებსაც ვაწყდებოდით ამ 16 წლის განმავლობაში, როდესაც იწყებენ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირებას, მაგრამ ვერცერთ მათგანზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება".- განმარტა მაშინ შამბამ, გადმოსცემს "ვზგლიადი".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100