RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

განხეთქილების აგარაკი

23.10.2009  |  15:30

4359.jpegამბობენ, ქორწინება ზეცაში ხდება, გაყრა კი, როგორც ცნობილია, სასამართლოშო. არა მხოლოდ ყოფილი შეყვარებულები იყობენ ბინებს, მანქანებს და ბავშვებს. პოლიტიკოსები, რომელთა გზებიც გაიყარა, სწორედ ასევე იქცევიან. ყოფილი თანამებრძოლები, ახლა კი შეურიგებელი მოწინააღმდეგეები - მიხეილ სააკაშვილი და ნინო ბურჯანაძე - აგარაკის გამო წაკინკლავდნენ. პრეზიდენტს, ღალატით შეურაცხყოფილის აზარტით, სურას წაართვას თავისი საჩუქარი რევოლუციურ მეგობარს.

წყნეთის აგარაკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბურჯანაძეს გასულ წელს პოლიტიკიდან წასვლის აღსანიშნავად აჩუქა, თითქოსდა პოლიტიკური ომის განსახიერება გახდა.

ალბათ, ყოფილ თანამებრძოლებს ზედმეტად ბევრი წყენა დაუგროვდათ, მაგრამ რადგანაც ისინი ერთმანეთს პოლიტიკური მოტივებით არ ეკონტაქტებიან, იბრძვიან, ასე ვთქვათ, "საერთო" ქონების თაობაზე. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ყველა გაყრის პროცესზე, აგარაკის საკითხში უკვე ერთი წელია განხილვის სტადიაშია. სკანდალი დაჩის გარშემო ხან წყნარდება, ხან ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე.

მორიგი "სააგარაკო გამწვავება" გუშინ შეინიშნებოდა. საინფორმაციო სააგენტოების ერთი ნაწილი აცხადებდა: ნინო ბურჯანაძე ნივთებს ალაგებს და აგარაკიდან იბარგება. მასმედიის სხვა წარმომადგენლები იუწყებოდნენ: ნინო ბურჯანაძის აგარაკის გარშემო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არიან შეგროვილებიო.

იმის გარკვევა, თუ ვის და რატომ გამოჰქონდა აგარაკიდან ბურჯანაძის ნივთები, მიუხედავად დღესდღეობით არსებული ფოტო და ვიდეო ტექნიკისა, შეუძლებელი აღმოჩნდა. საღამოსთვის სიტუაციას ცოტათი მაინც ნათელი მოეფინა.

ნინო ბურჯანაძის პირადმა წარმომადგენელმა თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება პიარ-ტექნოლოგიებზე დაყრდნობით აპირებს აგარაკის გამოყენებას ნინო ბურჯანაძის დისკრედიტაციისთვის. მურღულიამ ამას შესაბამისი განმარტებაც გაუკეთა.

"თუკი ნინო ბურჯანაძე დატოვებს სახლს მიღება/ჩაბარების აქტამდე, კომისია "აღმოაჩენს" დაკავებული ქონების ნაკლოვანებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი არ დატოვებს, კომისიის მოსვლამდე ხელისუფლება "ნიღბიანი ხალხის" დახმარებით მოახდენს "გამოსახლებას" ", განაცხადა მურღულიამ.

შედეგად ნივთები გამოიტანა თავად ბურჯანაძემ აუქციონამდე. დღეს აგარაკი უკვე მეორედ გამოიტანეს გადაყიდად. არავინ აღმოჩნდა სადავო ქონების ყიდვის მსურველი და, შესაბამისად, ის სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი გვალაძემ. მან ასვეე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხუი კიდევ ერთი აუქციონის ჩატარება, რომელზეც აგარაკი დაფასდება 3 მილიონ ლარად. ( პირველი აუქციონი 7 ოქტომბერს ჩატარდა, მაშინ აგარაკი 12 მილიონ დოლარად დააფასეს).

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100