RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვინ უთხრის ძირს ქართულ ტრანზიტს?

25.10.2009  |  21:45

4367.jpegსაქართველოში, აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული სარკინიგზო შემდაგენლობის აფეთქება, ამ ქვეყნის გავლით უსაფრთხო ტრანზიტის განხორციელების შესაძლებლობაში, ეჭვის შეტანის საფუძველი გახდა. ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ქვეყნის პარლამენტში სამთავრობო საათის დროს იძულებული გახდა ემტკიცებინა, რომ გაზსადენები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა სტრატეგიული ენერგოობიექტები კარგადაა დაცული. მართლაც ასეა?

სტრატეგიული ენერგოობიექტების უსაფრთხოების შესახებ შეკითხვა მინისტრს, პარლამენტის დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა დაუსვა. ამაზე დაფიქრების საბაბი გახდა: როგორც სენაკი-ფოთის მონაკვეთზე სარკინიგზო შემადგნლობის აფეთქება, ასევე დასავლეთ საქართველოში სოფელ ცარგვალში ელექტრო გადამცემ ხაზზე განხორცილებული დივერსია.

მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ამტკიცებდა, რომ საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოება, გარანტირებულია. მისი თქმით, მილის განშტოვებები მუდმივი დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშაა.

მან ასევე განმარტა, რომ უკვე განახორციელებულია ბუნბრივი აირის სათავეების დივერსიფიკაცია და თუ კი, ავარია მოხდება გაზის მიწოდების ერთერთ მიმართულებაზე, მეორე მიმართულება იმდენად სწრაფად იქნება ამოქმედებული, რომ მომხმარებელს არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ლალიაშვილი განსაკუთრებულად დაინტერესდა 2006 წელს, ერთხელ უკვე აფეთქებული ელექტრო გადამცემი ხაზით "კავკასიონი". ხეთაგურმა ამ შემთხვევაშიც განაცხადა, რომ აღელვების საფუძველი არ არსებობს. "თუ კი "კავკასიონი" დაზიანდება ხელოვნური ჩარევის გზით, ეს აგრესორი ქვეყნის ბრალი იქნება. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთი ამ ხაზის საშუალებით უზრუნველყოფს თავის სამ სამხრეთ რეგიონს და თუ კი, ისინი საკუთარ თავს გაუთიშავენ ელექტროენერგიას, დაე ასე იყოს",- აღნიშნა ხეთაგურმა.

ქართველი ექსპერტის გია ხუხაშვილის მონაცემებით, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი რუსული კომპანია "რუსენერგოს" კონტროლის ქვეშაა. ამიტომაც, იმისათვის რომ რუსეთმა აჩვენოს საქართველოს საკუთარი ძალაუფლება, არაფრის აფეთქება არ არის საჭირო, საკმარისია უბრალოდ საჭირო ღილაკზე ხელის დაჭერა. მომავალში, ასავარაუდოა, რომ საქართველო ამ დამოკიდებულებისგანაც გათავისუფლდება.

უცხოელი (არარუსი) ინვესტორები თანხებს აბანდებენ ახალ ჰიდროელექტროსადგურენში, რომლებიც არა მარტო სქართველოს უზრუნველყოფენ, ამარემედ ელექტროენერგის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტირების საშუალებაც კი გაჩნდება".

ოგორც დეპუტატებს მოახსენა ხეთაგურმა, ივლისში გახსნილი იქნა ბახვის ჰესისი მშენებლობა, 6 ნოემებერს მტკვარჰესისი აღმართვა დაიწყება ახალციხის რაიონში, 28 დეკემბერს კი სტარტს იღებს ფარავნის ჰესის მშენებლობა.დონორების მიერ გამოყოფლი 4,5 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების ჩარჩოებში, აშენებული იქნება ახალი ელექტროგადამცემი ხაზი თურქეთში. პროექტის ღირებულება შეადგენს 280 მილიონ ევროს და ის 1012 წელის, მაისში დასრულდება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100