RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თეონა თუთბერიძე განტევების ვაცის როლში

26.10.2009  |  09:03

4369.jpegსაქათველოს ხელისუფლბა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ საკუთარი "იდეოლოგიური ცენტრის" შესანარჩუნებლად, "პაიკის" გაწირვა მოუწია. საზოგადოებამ მოითხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფლბის ინსტიტუტის" დახურვა, რომელსაც ამერიკელები აფინანსებენ, კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელების გამო. ორგანიზაციის თანამშრომელი - აიძულეს ბრალი მხოლოდ საკუთარ თავზე აეღო.

თეონა თუთბერიძემ, ილია მეორის შემბღალავი კადრებით ვიდეომონტაჟის შემქმნელმა, განაცხადა, რომ მისი მოქმედებების უკან არ დგას არანაირი "ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და მითუმეტეს ხელისფლება" და რომ "გამოქვეყნებული მასალა ან მის მიერ გაკეთებული განცხადებები" მხოლოდ მას ეკუვნის, "როგორც კერძო პირს".

ამ ახლაგაზრდა გოგონას ტონი, საკმაოდ შეიცვალა. რამოდენიმე დღის წინ ის საკუთარ სიმართლეში აფსულუტურად დარწმუნებული გახლდათ, პატრიარქს კი ლამის მოღალატედ მიიჩნევდა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ხოლო მოღალატეებთან ბრძოლისას, ყველა ხერხი გამართლებულია, გინებით გაჯერებული პაროდიის ჩათვლით. ამჯერად, თეონამ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა "ვინმეს პირადი ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა".

"ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ-სივრცეში გამოტანილი მასალა და კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ შეურაცხყოფად იქნა აღქმული, - ნათქვამია თუთბერიძის წერილობით განცხადებაში,- მრავალ აზრს, იმათგან რომელებსაც ვაქვეყნებ ჩემს გვერდზე (Facebook)-ში მე არ ვიზიარებ. ზოგიერთ მასალას იმიტომ კი არ ვაქვეყნებ, რომ მე ის მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ ვთვლი ეს აქტუალურია და საინტერესო".

თუმცა, მისი აზრი პატრიარქზე სრულებითაც არ შეცვლილა და ის ძველებურად თვლის, რომ "კანონის ფარგლებში" აქვს უფლება გააკრიტიკოს ყველაფერი, რასაც არ ეთანხმება. მხოლოდ ერთი დამატებით: ეს მისი პირადი აზრია და დაე ნუ აურევენ მას, ხელისუფლებასთან.

ოპოზიციამ უკვე მოსაწრო საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სოროსის "თავისუფლების ინსტიტუტთან", საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში. პატრიარქმა სულ ცოტა ხნის წინ წამოიწყო გრანდიოზული პროექტი "ივერიელების ერთობის ტრაქტატი". რომლის საშულაბეითაც იმედოვნებს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანებას, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით. მანამდე კი, მან სააკაშვილი გააკრიტიკა შარშანდელი ომის წამოწყებისათვის, რომლის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელი იყო.

სიმართლე რომ ითქვას, სწორედ ამ სიტყვების გამო მიაყენა თეონამ შეურაცხყოფა პატრიარქს. სრულიად ნათელი იყო, რომ ის ხელისუფლებას იცავდა. მაგრამ, მთავრობა უმადური გამოდგა და მისი შემოქმედებისგან თავის შორის დაიჭირა და ის დასაგლეჯად მიუგდეს ბრბოს. თუ კი, გუშინწინ კონსერვატიული პარტია მოითხოვდა "თავისუფლების ინსტიტუტის" მოღვაწეობის აკრძალვას, გუშინ ოპოზიციას პრეტენზიები, უკვე მხოლოდ თუთბერიძის მიმართ დარჩა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100