RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის აზარტული თამაშები ვალებით

26.10.2009  |  11:09

4371.jpegსაქართველოს პრეზიდენტმა რაჭის რაიონის გლეხებს აღუთქვა, რომ არ დაიშურებდა უცხოურ ინვესტიციებს ელექტროგადამცემი ხაზების, გზების, წყალმომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. მიხეილ სააკაშვილი სულაც არ ღელავს საგარეო ვალის გამო. თუმცა ბევრი ეკონომისტი მას კატეგორიულად არ ეთანხმება. ვალის პრობლემებზე ჩვენს გაგვესაუბრა "ჯორჯიან ინვესთმენთ გრუფის" ექსპერტი დიტრიხ მიულერი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო ვალ არც ისეთი საშიშია, როგორც ამბობენ.

უცნობია, დაუჯერეს თუ არა მას რაჭის რაიონში მცხოვრებმა გლეხებმა, რომლების წინაშეც ის გამოდიოდა. როდესაც ვიღაცამ დაიჩივლა, რომ იყო პრობლემები გაზიფიკაციის, ხარისხიანი გზებისა და ტრაქტორების გამო, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.

უახლოეს მომავალში რაჭაში დაიწყება ნამახვანი ჰესის მშენებლობა, რაც 500-600 მილიონი დოლარი დაჯდება. "ნამახვანის პროექტი ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით 6-7 ათასი მშენებელი დაგვჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პირობაც დადო. "დაე დაიხარჯოს მილიარდი, ან ორი მილიარდი, ან იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება, ასე ყოველი დაბანდების სანაცვლდ ჩვენ მივიღებთ ათასჯერ უფრო მეტ შემოსავალს",- განაცხადა მან.

შემდეგ კი სააკაშვილმა ფილოსოფიურად შენიშნა: "მე მართლაც ყოველ ღამე ვეკითხები ჩემ თავს, ფუჭად ხომ არ დავკარგეთ დრო და კიდევ რის გაკეთება შეიძლება უკეთესად". კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი ასე აქტიურად რომ არ ხარჯავდეს უცხოურ კრედიტებს.

წელს საქართველოს საგარეო ვალი ისედავ 60 პროცენტით გაიზარდა. თუკი 2008 წლის აგვისტოში სახელმწიფო ვალი შეადგენა დაახლოებით მილიარდ 950 მილიონ დოლარს, ერთი წლის შემდეგ ამ მაჩვენებელმა შეადგინა თითქმის სამი მილიარდი დოლარი.

მთლიანმა ვალმა კი უკვე გადააჭარბა 7 მიალიარდ დოლატს.

მის დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, კომერციული ვალები შეადგენს, სახელმწიფო სექტორში კი ვალი ძირითადად ლარის კურსის ცვლილების გამო იზრდება. მაგრამ საქართველოს ამით არაფერი უმსუბუქდება,

შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მხრივ ერთ ადამიანზე უკვე მოდის 20 000 დოლარზე მეტი ვალი, დაითვალა ექსპერტმა დიტრიხ მიულერმა.

"ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ამხელა ვალი ძალიან საშიშია",- განაცხადა მან ჩვენთან ინტერვიუში.

კომერციული სექტორის ვალი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე სახელმწიფო. დღესდღეობით "შავ სიაში" შეყვანილია უკვე 300 000 მევალე, რომლებიც ვერ უხდიან კრედიტებს ქართულ ბანკებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ფული საზღვარგარეთიდან ისესხეს",- განმარტავს ექსპერტი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100