RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოსთვის სახსრებს არ ინანებენ

27.10.2009  |  16:12

4386.jpegომები, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ხელსაყრელი მხოლოდ ბანკირებისთვის არის, რადგანაც ერებს სატანჯველში აგდებენ, ხელისუფლებები კი ვალებში ვარდებიან. ნტოს ბიუჯეტში არის ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის დეფიციტი. ძირითადად ავღანეთში ძალიან ძვირად ღირებული საომარი ქმედებების გამო. თუმცა ჯერჯერობით არავინ აპირებს ალიანსის გეგმების გადახედვას და ამერიკელი ინსტრუქტორები მაინც აგრძელებენ ქართველი სამხედროების წვრთნას შუა აღმოსავლეთში საომარი ოპერაციებისთვის.

კრიზისმა ბევრ ამბიციურ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს მადის დაოკება აიძულა. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დახმარებაზე ამას პრაქტიკულად არ უმოქმედია. შეიძლება, ჯერჯერობით.

გასულ კვირას 28 წევრი ქვეყნის მინისტრებმა ბრატისლავაში განიხილეს ალიანსის ფინანსური მდგომარეობა. "წევრმა ქვეყნებმა ჩვენ წინაშე დააყენეს ამოცანები. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება",- განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ალიანსის ბიუჯეტს დიდ ზარალს აყენებს ნატოს ავღანეთში ოპერაციის გაფართოება, ბალკანეთში მიდიის გაგრძელება და სომალის სანაპიროს მეკობრეებისგან დაცვა. თჲმცა ალიანსის ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ციფრები. ამიტომაც ჯერჯერობით სამხედრო ექსპერტებმა იავარაუდეს, რომ ნატოს ახლანდელი ბიუჯეტის დეფიციტი 50 მლნ ევროს აჭარბებს.

ამ თანხას ემატება ნატოს საინვესტიციო პორტფელის დანაკარგები მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, რაც 8-10 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

სახსრების ნაკლებობა აიხსნება ალიანსის მოთხოვნების გაზრდით საბჭოთა კავშირის დროსთან შედარებით, როდესაც წევრი ქვეყნების უმეტესობამ შეამცირა შენატანები იმ დონემდე, რაც საჭირო იყო ნატოს ადმინისტრაციული სტრუქტურის შენახვისთვის.

ბრატისლავას შეხვედრაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სამხედროებს უნდა დაერწმუნებინათ პოლიტიკოსები, რომ აღარ დაეხარჯათ ფული. რასმუსენის თქმით, მოკავშირეები უნდა "გაერკვნენ პრიორიტეტებში, ერთად გამოყონ სახსრები და ხარჯების რაციონალიზაცის მოახდინონ".

რამდენინე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნატოს ბიუჯეტში რღვევა 50 კი არა თითქმის 550 მლნ ევროა.

სულ ნატოს ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ ევროს, საიდანაც 540 მლნ მიდის ინფრასტრუქტურის მხარდაჭერაზე, კიდევ 300 მლნ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად და ერთი მილიარდი ოპერაციების ჩასატარებლად.

ნატომ ეკონომიის მიზნით უკვე შეამცორა სტრუქტურის სამხედრო პერსონალი 13 ათას ადამიანამდე.

საბოლოოდ კი ბრატისლავაში წევრი ქვეყნების მინისტრებმა გაამართლეს ავღანეთის სამხედრო კონტიგენტის გაზრდის იდეა, მაგრამ ამერიკის არც ერთმა მოკავშირემ თავის თავზე კონკრეტული ვალდებულებები არ აიღო. ისინი ელიან, თუ როდის აჩვენებენ თავად ამერიკელები მაგალითს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100