RSS
на русском en in english
14.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო: პოლიტიკა კულტურას იპყრობს

28.10.2009  |  11:25

4398.jpegსაქართველოში პოლიტიკურ ელფერს იძენს ყველაფერი - ბიზნეს-პროექტებიდან დაწყები საეკლესიო ქადაგებით დასრულებული. რუსეთთან ომის შემდეგ პოლიტიზირებულია კულტურის სფეროც. არტისტულ გარემოში საიწყო გაყოფა იმის მიხედვით ვინც ჩვენიანია და ვინ რუსების მხარეს არის. ოდესღაც თბილისშუ შფარებული სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაიანი ამ ორ ბანაკს შორის აღმოჩნდა და გაქცევა გადაწყვიტა.

დიმიტრი ჯაიანმა დაადანაშაულა ქართუი ხელისუფლება სოხუმის თეატრის შევიწროვებაში და განაცხადა, რომ დაიწყებს პოლიტიკური თავშესაფრის ძებნას ევროპაში.

როგორც მან მსახიობთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასზე გამუდმებით ახდენენ ზეწოლას კულტურის სამინისტრო და უმრავლესობის საპარლამენტო დეპუტატები. ისინი ითხოვენ, რომ ის თეატრიდან წავიდეს. "მე ფაქტიურად თანამდებობიდან მომხსნეს, თუმცა ოფიციალური დასტური ჯერ არ არსებობს. ჩემთან ოფიციალურად მოაგზავნეს ვიღაც პირი იმ მოთხოვნით, რომ დამეწერა განცხადება წასვლაზე",- მოყვა მან.

ამასთანავე დეპუტატი გია როინიშვილი მას შეპირდა, რომ უახლოეს მომავალში მას გადააყენებდნენ და სთხოვა, არ აეტეხა ხმაური. თუმცა მსახიობი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის ნარკომანია და აიძულეს გამოკვლევა ჩაეტარებინა.

სოხუმის თეატრის ქართული დასის ხელმძღვანელი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა და გადაწყვიტა დახმარებისთვის უცხოელი დიპლომატებისთვის მიემართა.

"მე გავესაუბრე ჩვენს მსახიობებს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - თუკი გაგრძელდება დევნისა და განადგურების კამპანია, ჩვენ მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და მოვითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, გარდა რუსეთისა და გავხდებით ორმაგად ლტოლვილები. პირველად ჩვენ საკუთარი სახლებიდან გამოგვყარეს, ახლა კი ქვეყანაშიც აღარ გვაჩერებენ",- განაცხადა ჯაიანმა.

20 წლის განმავლობაში სოხუმის თეატრს ვერ მისცეს ერთი შენობა და დღემდე მსახიობთა სახლში ვართ, დაიჩივლა მისმა ხელმძღვანელმა.

ჯაიანმა თავი საქართველოს კულტურის სფეროს რამდენიმე ცნობილი ადამიანის გვერდით მოიხსენია, რომლებიც ამ ბოლო დროს გაათავისუფლეს სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივებით. მან ახსენა ქეთი დოლიძე, რომელიც მოხსნეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის მხატვრული ხელმძღვანელის თანამდებობიდან ოპოზიციურ აქციებში მონაწილეობის გმო და დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გაუშვეს.

ჯაიანის თქმით, "ახლა რომ 37 წელი იყოს, მათ ისევე დახვრეტდნენ როგორც დახვრიტეს თამარ აბაკელია, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი".

ზაზა აზმაიფარაშვილის ბედმა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული მსჯელობა გამოიწვია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100