RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორ დავძლიოთ ”პანკისის კრიზისი”?

28.10.2009  |  13:06

4399.jpegსაქართველოში სიმშვიდეა. არც მიტინგები, არც საპროტესტო აქციები. ამ ფონზე თბილისში დაიწყეს საკმაოდ რთული თემის - პანკისის ხეობის - განხილვა. არავინ იცის იმისთვის, რომ კვლავ შეახსენონ ხალხს მუხანათი "ჩრდილოელი მეზობლის" შესახებ, თუ იმისთვის, რომ პოლიტიკის მთელი სირთულე აჩვენონ ხალხს, მაგრამ გიორგი თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მწიფდება "პანკისის კრიზისის" საფრთხე.

თარგამაძის თქმით, ამას ის ამტკიცებს, რომ ამ ბოლო დროს რუსულ მასმედიაში გაჩნდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების არსებობის შესახებ. თარგამაძის თქმით, ეს იმ დროს ახსენებს, როდესაც იწყებოდა "პანკისის კრიზისი".

უნდა აღინიშნოს, რომ პანკისში ცხოვრობენ ქისტები (ჩეჩნების წინაპრები, რომლებიც მე-19 საუკუნეში საქართველოში გადასახლდნენ). ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დრო საქართველოს საზღვრებთან ათასობით ლტოლვილმა მოიყარა თავი. რომ არ გაემწვავებინა ისედაც რთული სიტუაცია, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზღვრის გახსნა გადაწყვიტა. შედეგად საქართველოში ომიდან გამოქცეული ქალებისა და ბავშვების გარდა, აღმოჩნდნენ ჩეჩენი ბოევიკებიც. სწორედ იმ წლების მოვლენებს უწოდებენ პოლიტიკოსები "პანკისის კრიზისს", რის შედეგადაც რუსეთმა შემოიტანა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

ახლა "პანკისის კრიზისის" ინტერპრეტირებას ქართველი პოლიტიკოსები თავისებურად ახდენენ. ზემოთ ხსენებული თარგამაძე თვლის, რომ მოსკოვში გამიზნულად ამწვავებენ სიტუაციას პანკისთან დაკავშირებით. "ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება მორიგი პროვოკაციების გატარებისთვის და შესაბამსად იზრდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის რისკი",- აცხადებდა გიორგი თარგამაძე. მისი თქმით, აუცილებელია შეიკრიბოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი და სხდომას უნდა დაესწროს საქართვლოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

ჯერჯერობით ოფიციალური თბილისი პანკისის ხეობაზე საუბრისას რუსეთის მისამართით მკვეთრი განცხადებებით შემოიფარგლებოდა. პანკისთან დაკავშირებით მორიგი დაპირისპირება სულ ახლახან შეინიშნებოდა.

ერთი კვირის წინ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომის დროს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ "ბოევიკებთან აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები იმას მოწმობს, რომ მათ, ალ-ქაიდას ემისარებთან ერთად, დამყარებული აქვთ კონტაქტები საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილოებითაც იგეგმება ტერორისტების მომზადება და მათი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაყვანა".

საქართველოს შსს-ს უარყო ეს ყველაფერი. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ ბარტნიკოვის ბრალდებებს აბსურდი უწოდა. დავითაიას თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ალ-ქაიდას არანაირი წარმომადგენლები არ არიან და ვერც იქნებიდან, იმიტომ რომ თბილისი იცავს ყველა საერთაშორისო ნორმას. "ეს გამორიცხულია",- ხაზი გაუსვა დეპუტატმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100