RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სტრასბურგის სასამართლო კვლავ აკოტრებს საქართველოს ხაზინას

29.10.2009  |  12:52

4412.jpegსტრასბურგის სასამართლოს, ამ კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გამოაქვს გადაწყვეტილება, საქართველო სახელმწიფოს წინაღმდეგ. რამოდენიმე დღის წინ საქართველო დაავალდებულეს, აუნაზღაუროს მორალური ზარალი მკვლელობაში დადანაშაულებულ დავით გორგილაძეს. დღეს, ადამიანის უფლებათა სასამართლომ თბილისი დააჯარიმა 2001 წლის ანტისაპრეზიდენტო შეთქმულების საქმის გამო. რიგში - სამხრეთ ოსეთში დაზარალებულთა საჩივრებია.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეები 2001 წელს, არაპროფესიონალმა მსაჯულებმა გაასამართლეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მათი კოლეგები, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ამის გამო, მათ საქართველო ექვსი ათასი ევროთი დააჯარიმეს.

როგორც იტყობინება სასამართლოს პრეს-სამსახური, 1999 წლის გაზაფხულზე საქართველოს უშიშროების სამსახურმა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება გახსნა და 12 ადამიანი დააპატიმრა. მათ შორის - საქართველოს სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი გუჯარ ყურაშვილი და სპეცქვედანაყოფ "ალფა"-ს მებრძოლები: არჩილ ფანჯიკიძე და კახაბერ ქანთარია.

ეს ადმიანები, გამოძეიბის მონაცემებით აპირებდნენ: ედუარდ შევარდნაძის, სპიკერისა და ძალოვანი მინისტრების ლიკვიდირებას.

2001 წლის ნოემბერში უმაღლესმა სასამრთლომ ყურაშვილი, ფანჯიკიძე და ქანთარია დამნაშავეებად სცნო სახელმწიფოს ღალატში, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ფორმით და მათ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2002 წელს სასჯელი დაამტკიცა სისხლის სამართლის საქმეების პალატამ.

თუმცა, შეთქმულებაში დადანაშაულებულები არ დაეთანხმნენ განაჩენს და იმავე წელს შეიტანეს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ განაჩენი არაკომოპეტენტურმა მოსამართლეებმა გამოიტანეს, ვინაიდან ორი მსაჯული არაპროფესიონალი იურისტი იყო. (მსაჯულები - ხალხის წარმომადგენლები.)

ევროპული სასამრთლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვიდრე არაპროფესიონალი მსაჯულების ინსტიტუტი არ გაუქმდა 2005 წელს, საქართველოს სამართალი ცუდად არეგულირებდა მათი უფლებამოსილბების აღსრულების საკითხს.

"1997-დან 2005 წლამდე საკანონმდებლო აქტები, არაპროფესიონალი მსაჯულების უფლებამოსილების ვადას ახანგრძლივებდნენ, მაგრამ არ იყო არცერთი მდგომარეობა, სადაც მითითებული იქნებოდა კანდიდატების შერჩევის პირობები, მათი დანიშვნა, მათი უფლბები, მოვალეობები და ა.შ".- აღნიშნულია სასამართლოს კომუნიკეში.

მოკლედ, მსაჯულების გადაწყვეტილება არ შეუძლიათ ევროპელებს სცნონ კანონზე დაფუძნებულად. ამიტომაც სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტი - "სამართლიანი სასამართლო გარჩევის უფლება".

დაზარალებულებიდან თითოეულს, საქართველოს მთავრობამ, მიყენებული მორალური ზარალისათვის უნდ გადაუხადოს ორ-ორი ათასი ევრო.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100