RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

”იმედი” ბოლოს კვდება

30.10.2009  |  14:10

4425.jpegსაქართველომ მასმედიის თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენლის პოსტზე კანდიდატად წამოაყენა ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი, რომელმაც აგვისტოს მოვლენების "სწორად" გაშუქებისთვის მიიღო საქართველოს მოქალაქობა და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება.

თბილისის ახალგამომცხვარი მოქალაქის კარიერა საინტერესოა. დაიბადა ის ტაჯიკეთის სოფელ ლენინადაბაში. ჟურნალისტობა მოწიფულ ასაკში გადაწყვიტა, როდესაც დაიწყო სტორიული თემატიკის გადაცემების მზადება ტაჯიკეთის ტელევიზიაში. მუშაობდა გაზეთ "ტაჯიკეთის კომკავშირის" გამშუქებლად, იყო ტაჯიკეთის "დამოუკიდებელი გაზეთის" კორესპონდენტი, იყო სააგენტო Associated Press-ის უშტატო კორესპონდენტი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც საკმაოდ კარგად მოეწუო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მოსკოვურ ბიუროში.

1994 წელს დაიწყო საჯაროობის დაცვის ფონდის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობა, 200 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა რუსეთში ჟურნალისტთა კავშირის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრს. ის იღებს სტიპენდიას სოროსის ფონდისგან. ახლა არის საქართველოს მოქალაქე, აქვს უძრავი ქონება აჭარაში და იკავებს აქტიურ პროქართულ პოზიციას რუსულ-ქართულ კონფლიქტში.

რაც სულაც არ უშლის მას ხელს თავი მაინც კომფორტულად იგრძნოს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის კედლებში. ახლა ამ ბატონს საქართველოს და ტაჯიკეთის მოქალაქობით შეუძლია დაკავდეს მასმედიის თავისუფლების საკითხით რუსეთში და სხვა ქვეყნებში, გარდა საქართველოსი. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ მასმედიის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, თანაც, სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი რამდენიმე ჰექტარი აჭარაში არ მისცემს მას საქართველოს დემოკრატიაში ეჭვის შეტანის უფლებას.

წინასწარ არ დავიწყებთ პანფილოვის შანსები პროგნოზირებას ეუთოს წარმომადგენლის პოსტზე,მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.

საერთაშორისო აქტივისტები უკვე ღიად აკრიტიკებენ სააკაშვილს მასმედიით მანიპულირების გამო. ივნისში ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ჩაატარა საქართველოში გამოძიება და დაადგინა, რომ "სახელმწიფო კომპანიები "რუსთავი 2", "მზე" და "იმედი" ფაქტიურად არ აკრიტიკებენ სააკაშვილის ხელისუფლებას", საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის ანალიტიკოსმა ბაია რომელაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის ახლა ბევრად უფრო რთულია ეთერში გასვლა, ვიდრე შევარდნაძის დროს იყო. ყოველი მომდევნო ხელისუფლება, ასე თუ ისე, ავიწროვებდა ქვეყნის ტელეკომპანიებს, სააკაშვილიც არანაკლებ ენერგიულად სდევნიდა დამოუკიდებელ კომპანიებს.

2004 წლის იანვარში მან სასწრაფოდ შეზღუდა დამოუკიდებელი მასმედიის საქმიანობა. "რუთავი 2"-ის მფლობემა ეროსი კიწმარიშვილმა სასწრაფოდ მიყიდა არხი ბიზნესმენს, რომელსაც კავშირები აქვს თავდაცვის სამინისტროში; მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ ეს გარიგება მხოლოდ იმ ფაქტის დასაფარად იყო საჭირო, რომ არხი ხელისუფლებამ მიითვისა. თანდათანობით "რუსთავი 2"-ის მიმართულება შეიცვალა, პროტესტის ტალღა კი გადავიდა კომპანია "იმედზე".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100