RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო-ისრაელი: პრობლემა გადაწყვეტილია, მიზეზი დარჩა

30.10.2009  |  14:23

4427.jpegისრაელში ქართულმა დელეგაციამ მოახერხა მოლაპარაკება თელავივთან ავიაკავშირის აღდგენის შესახებ. ამან ოპტიმიზმი შემატა ქართულ-ისრაელურ ურთიერთობებს. თუმცა სამხედრო თანამშრომლობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ახლახან საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ციპი ლივნიმ მოსკოვში ვიზიტისას ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხში მისი ქვეყანა რუსეთის აზრს გაითვალისწინებს.

ამ ბოლო კვირებში ისრაელსა და საქართველოს შორის "თვითმფრინავის კრიზისი" დაიწყო. ორი ქვეყნის ავიახაზებმა ვერ შეათანხმეს ფრენების განრიგი. ქართული მხარის სიტყვებით რომ ვიმსჯელოთ, ებრაული კომპანია "არკია" სპეციალირად გეგმავდა თავის რეისებს ქართულების წინ, რათა წაერთმია მგზავრები "აირზენასთვის".

შედეგად, ორმხრივი ავიაკავშირი რამდენიმე დღით შეწყდა. მისი აღგდენის შესახებ შეთანხმება მიიღწა მხოლოდ გუშინ ღამით. კომპანიებმა "არკია" და "აირზენა" გადაწყვიტეს ფრენების გრაფიკი ყოფილიყო ლიბერალური, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ხოჯევანმა განაცხადა, პრობლემები ამ საკითხში აღარ შეიქმნება. თუმცა ქართული რეისების პრობლემებს ეს ვერ გადაწყვეტს.

ექსპერტებმა ამ სკანდალში პოლიტიკური მიზეზი იპოვეს. ახლახან ისრაელმა რუსეტის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად საქართველოს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა.ამას წინ უძღოდა ორმაგი ურთიერთობების სხვა სფეროებში გაუარესება.. გაზაფხულზე შეინიშნებოდა ქართულ ეკონომიკაში ისრაელიდან წამოსული ინვესტიციების კლება.

ქართველმა ჩინოვნიკებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს, დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, იწვევდნენ ებრაელ ბიზნესმენებს თავისთან. ოპოზიციის აქციების შემდეგ ინვესტორებმაც დაიწყეს დაბრუნება.

ივლისში ისრაელის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიამ "აშრამ", რომელიც ებრაული ფირმების ინვესტიციებს აზღვევს, საქართველო დააბრუნა თავის სიაში, საიდანაც აგვისტოს ომი გამო იყო ამოშლილი.

თითქმის მაშინვე ებრაულმა კომპანიამ Info Technology გადაწყვიტა საქართველოს საავადმყოფოების მშენებლობაში 93 მილიონი დოლარის ჩადება. მოგვიანებით სასოფლო ინდუსტრიის ებრაელმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს საქართველოში სათბურის ბიზნესის წამოწყების სურვილი.

მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთს ეჭვი ჰქონდა, რომ ისრაელი საქართველოს იარაღს აწვდიდა. აგვისტოს ტრაგედიამდე თბილისი აქტიურად ყიდულობდა ისრაელისგან მზვერავ თვითმფრინავებს, მოძრავ სარაკეტო კომპლექსებს. მოდერნიზებისთვის მიჰქონდა საბჭოთა ტანკები და ებრაელი სამხედრო სპეციალისტები ეხმარებოდნენ ქართველი შეიარაღებული ჯარების გაწვრთნაში.

მაგრამ, საბოლოოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი დაემუქრა ისრაელს, რომ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების გამო მასთან ყველანაირ თანამშრომლობას გაწყვეტდა, ხაზი გადაესვა საქართველოსა და ისრაელის იდილიას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100