RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ამერიკა საქართველოს იმედებს ანგრევს?

02.11.2009  |  10:01

4435.jpegსაქართველოში  ამერიკის ახალი ელჩის ჯონ  ბასის პირველი ინტერვიუ სწორხაზოვანი აღმოჩნდა და ის სულაც არ ასხამდა ხოტბას მმართველ ელიტას. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიხემულ  ინტერვიუში მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელების პირობა დადო, მაგრამ მაინც გაურია სიმწარე, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკა არ აპირებს საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას. იმავე დღეს ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ გააკეთა მინიშნება, რომ ვაშინგტონი სულაც არ იწვის საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების სურვილით.

ჯონ ბასი თბილისში ოქტომბრის დასაწყისში ჩამოვიდა. ის დიდი ხნის განმავლობაშუ არნახულ თავშეკავებულობას იჩენდა. ქართველმა ჟურნალისტებმა იმის დაწერაც კი მოასწრეს, რომ თავისი წინამორბედი ჯონ ტეფტისგან განსხვავებით, რომელიც ინტერვიუებს უპრობლემოდ იძლეოდა, ჯონ ბასი ჯერჯერობით სიჩუმეს ამჯობინებდა.

ასევე ვარაუდობნენ, რომ ეს დუმილი შემთხვევითი არ იყო. ვითომ, ვაშინგტონი დაფიქრდა - იქნებ, ამ პატარა ქვეყანამ ზედმეტად მძიმე ტვირთი აიღო საკუთარ თავზე, რომელთან გამკლავებაც არ შეუძლია? იქნებ, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია სრც ისე ადვიი მისაღწევია და მათ ვერ გადმოაკოპირებ? ეს ვარაუდები ნაწილობრივ გამართლდა.

ჯონ ბაიდენი  როგორც იქნა წარსდგა საქართველოს საზოგადოების წინაშე. თანაც, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, რომელსაც საკმაოდ კარგად აქვს შესწავლილი კავკასიური ხასიათის თავისებურებები, საუბარი კარგი ამბით დაიწყო. "როგორც კოზეფ ბაიდენმა აღნიშნა თბილისში ვიზიტის დროს, ამერიკა არასოდეს აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ვუჭერდით და კვლავ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს",- თქვა ელჩმა.

შემდეგ  კი კავკასიური ტრადიციისამებრ ამერიკელმა ელჩმა ქართული  სტუმართმოყვარეობის გამო მადლობა გადაიხადა. ეს, უნდა აღინიშნოს, მხოლოდ კავკასიელი ხალხისთვის კი არ არის სასიამოვნო, არამედ, როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებია, საკმაოდ კარგი ხერხია თანამოსაუბრის კეთლგანწყობის მოსაპოვებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარი არც ისე სასიამოვნო იქნება.

მაშ ასე, ბაიდენმა მადლობა გადაუხადა  საქართველოს ავღანეთსა და ერაყში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის.

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა  სააკაშვილის ინიციატივა ქვეითი როტის და ქვეითი ბატალიონის ერაყში მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს  მონაცემებით, ბატალიონი იმსახურებს ამერიკული, ხოლო როტა - ფრანგული მეთაურობის ქვეშ. იგეგმება, რომ ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ავღანეთში უკვე ამ წლის შემოდგომაზე გაიგზავნება, შემდეგი კი - 2010 წლის გაზაფხულზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100