RSS
на русском in english
21.11.2009
არხივი სტატიები
  • ქართველი კანონიერი ქურდები თავს არაკომფორტულად გრძნობენ სლავურ გარემოში 20.11.2009 10:32 იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა კიევში ვიქტორ იუშჩენკოსთან, მისი თანამემამულე - კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი მეტსახელად პრინცი - ჩავიდა უკრაინაში კრიმინალური კონტაქტების დამყარების და მძიმე ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში გავლენის გადანაწილების მიზნით.
  • ოპოზიცია ამერიკული მხარდაჭერის მოლოდინშია 19.11.2009 11:05 ქართული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც გამუდმებით აცხადებენ მოსკოვთან დიალოგსი აღდგენის აუცილებლობაზე, მთავარი იმედები მაინც ვაშინგტონთან აკავშირებთ. საეჭვოა მათ შორის მოიძებნოს ვინმეს, რომელიც არ წავიდოდა სახელმწიფო დეპარტამენტში კონსულტაციებისთვის. მიუხედავად პოლიტიკურად მშვიდი შემოდგომისა, ოპოზიციონერები უტევენ ამერიკელ მეგობრებს სააკაშვილზე გავლენის მოხდენის თხოვნით.გაიგებენ თუ არა ამერიკაში ქართველი პოლიტიკოსების თხოვნებს?
  • დაკანონებული პატრიორიზმი 19.11.2009 10:57 ”პატრიოტის აქტი” რის გამოც, უკვე დიდი ხანია ცხარედ კამათობენ ქართველი პოლიტიკოსები, შესაძლოა მაინც დაკნონდეს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციმ ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოთქვა პროტესტი ”პატრიოტიზმის დაკანონებაზე”. თანაც, პარლამენტში ”პატრიოტიზმის” დოკუმენტის ინიცირება ერთერთმა ოპოზიციონერმა მოახდინა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობიდან. ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გარკვეულიყო, თუ კერძოდ რას ფიქრობენ თბილისში ამგვარი ”პატრიტული” დოკუმენტის მიღებაზე.
  • სააკაშვილი კიეველი ნათლიას დასახმარებლად მიიჩქარის 18.11.2009 09:32 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18-20 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას მოინახულოებს. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, მოგზაურობის დეტალებზე დუმილი არჩიეს, თუმცა უკრაინული მასმედია, ძვირფასი ქართვლი სტუმრისათვის მოზადებულ პროგრამაში, უფრო მეტად გათვითცნობიერებული აღმოჩნდა.
  • პირველი პრეზიდენტის მომხრეების დამორჩილება შიმშილით გადაწყვიტეს? 17.11.2009 18:37 საქართველოში ყოველ დღეს ახალი პოლიტიკური სკანდალი მოაქვს. ამჯერად გახმაურდა ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრების საქმე. მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს მისმა დედამ და კიდევ 60-მა მომხრემ. ჩვენი კორესპონდენტი ამ საქმის დეტალებს არკვევდა პირველი პრეზიდენტის მეუღლესთან მანანა გამსახურდიასთან, ასევე ქართველო პოლიტოლოგებთან და სამართალდამცავებთან.
  • ახალი ქართული ზღაპრები ნატოსთვის 17.11.2009 10:48 ედინბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორმოცდამეთხუთმეტე სესია გაიხსნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 ქვეყნიდან, 340 პარლამენტარის მონაწილობით. სესიის მუშაობა 5 პროფილიანი კომიტეტების სხდომთა ჩარჩოებში წარიმართება, სადაც დაგეგმილია რუსეთთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა, ბირთვული გაუვრცლებლობის გლობალური რეჟიმის განმტკიცება - თეირანის ატომური ამბიციების გათვალისწინებით, პაკისტანსა და ავღანეთში სიტუაციის განვითარება და ასევე ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პოტენციური შესაძლებლობები.
სტატიები
საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით მოთოკავენ 02.11.2009  |  10:03

4436.jpegუკრაინელმა  თამბაქოს მწარმოებლებმა, საქართველოსგან - იმპორტულ  სიგარეტზე აქციზური გადასახადის  შემცირება მოითხოვეს. საქმე უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამდც კი მივიდა, რომელმაც წევრობის ჩამორთმევის მუქარით, ურჩია თბილისს დაიცვას თავისუფალი ვაჭრობის წესები. ცოტა უფრო ადრე, უკრაინული ბაზრიდან გაქრა ქართული ჩაი  და ქართული ღვინის გაყიდვაც შემცირდა.

საქართველოს არ გარიცხავენ მსოფლიო სავაჭრო  ორგანიზაციიდან, იმპორტულ თამბაქოზე მაღალი აქციზური გადასახადის გამო, განუცხადა აფორიაქებულ ჟუენალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზაზა ჭელიძემ. მისი თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს ამ საკითხზე. როგორ? ამ ყვლეაფრიდან გამომდინარე, ალბათ  ამცირებს შემოტანაზე საბაჟო გადასახადს.

 ამას, მსოფლიო სავაჭეო ორგანიზააციიდან გარიცხვის მუქარით, თავად ეს ორგანიზაცია და ევროკავშირი ითხოვს. როგორც იტყობინება "კავკაზპრესი", ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციები, უკვე  მიიღო საქართველოს მთავრობამ.

საკითხი წამოწიეს ქართველი მეწარმეების კონკურენტმა, უკრაინელმა მეწარმეებმა, უფრო კონკრეტულად კი "ბრიტიშ ამერიკან ტობაკო უკრაინა". სხვათაშორის, ამ ინგლისური სიგარეტის გამომშვები ხაზი საქარველოშიც მუშაობს, საწარმოში "Georgian Tobacco Manufacturing".

როგორც, უკრაინული მასმედია იტყობინება, მხარეებმა უკვე დაასრულეს არაოფიციალური კონსულტაციები და უკვე ოფიციალური ეტაპისთვის ემზადებიან, რის შემდეგაც მოთხოვნას გაუგზავნიან  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის იმ ორგანოს, რომელსაც ევალება ამგვარი ანუ იმპორტირებული საქონლის დისკრიმინაციასთან დაკავშირებული  დავების გადაწყვეტა.

უკრეინელების დისკრიმინაცია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში 2002 წლიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზური მოსაკრებელი 60 თეთრია (0,6 ლარი ან 0,358 დოლარი), როდესაც შიდა წარმოების სიგარეტზე - 40 თეთრი (0,4 ლარი ან 0,239 დოლარი).

ალბათ ღირს აღვნიშნოთ, რომ როდესაც განიხილებოდა ახალი შეზღუდვების შემოღება საქართველოში სიგარეტის რეკლამირებაზე, თამბაქოს მწარმოებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ საქონელზე აქციზის ღირებულება 90 თეთრს აღწევს. ეს ბიზნესი "აჭმევს" სახელმწიფო ხაზინას. ამ შემთხვევაში, როგორ არ უნდა დაუჭირონ მხარი მას?

ახლა  "ქართულ თამბაქოში" აცხადებენ, რომ საგადასახადო განაკვეთის შემცირება, ადგილობრივი წარმოების ვარდნას გამოიწვევს, ვინაიდან მათი პროდუქცია ვერ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს უცხოურს. თუმცა, აქციზურ გადასახადში განსხვავება, არამარტო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება, არამედ უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც. ასე რომ, როგორც ჩანს თბილისს დათმობა მოუწევს.

კრიზისის  დროს მსოფილიო სავაჭრო ორგანიზაციამ მშვენივრად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ ვის ინტერესებში მოქმედებს ის.

Print version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1
 2 3 4
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link :
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100