- ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას 19.03.2010 23:49 ევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის“ სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.
- ჟენევის მოლოდინი 19.03.2010 13:37 საერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.
- სომხები დაისჯებიან ანკარის ამერიკული შანტაჟისთვის 18.03.2010 13:51 თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან 100 000 სომეხ ემიგრანტს გადევნიდა გენოციდის რეზოლუციის გამო. თურქები ერევანისგან მისი დიასპორის ”დაწყნარებას” მოითხოვენ, რომლის დახმარებითაც ამერიკა ყოველწლიურად ზეწოლას ახდენს ანკარაზე და იმუქრება, რო აღიარებს სომხების გენოციდს. ისე, მცოცავი გენოციდი უკეთესია, ვიდრე სისხლიაი გარჩევა.
- შემდეგი გაჩერება – ეუთო 18.03.2010 11:24 19 მარტს საქართველო, ეუთოს წინაშე - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალ სტრატეგიას წარადგენს. ოფიცილაურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის მხარდაჭერის და „ მის საბოლოო ფორმატში, თავად ეუთოს მიდგომების ასახვის“ იმედი აქვს. ცოტა უფრო ადრე, საქართველოს წარმომადგენლებმა სტრატეგია გაეროს, ევროკავშირსა და ნატოს გააცნეს, სადაც ქართველი სტარეტეგების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს. გაივლის თუ არა დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან მოწონების მეოთხე სტადიას?
- ევროპა კარს გააღებს 18.03.2010 09:21 გუშინ ბრიუსელიდან თბილისს კარგი ამბები ჩაუვიდა. ევროსაბჭოს მუდმივი თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის თქმით, ზაფხულში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის შეიძლება ხელი მოეწეროს სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას. დასავლეთში თვლიან, რომ საქართველო გახდა ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. როგორ აისახება ამ დოკუმენტების რეალიზაცია ქართველი ემიგრანტების ნაკადზე ევროპის ქვეყნებში?
- ქართულ “რუსულ მაფიასთან” ბრძოლაში 17.03.2010 23:46 ევროკავშირის ქვეყნებში დააკავეს 69 მაფიოზი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. დამნაშავეების უმეტესობა ქართველია, მათ ფულის გატეთრებვაში, იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობაში, ქურდობაში, ქრთამის აღებაში, ფულის გამოძალვაში და მკვლელობების დაგეგმვაში ედებათ ბრალი.მათთან ერთად განსასჯელთა სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს ტარიელ ონიანიც, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილა აფინანსებდა, ახლა კი ის პროკურატურის მოთხოვნით ესპანელებს გადაეცემათ.
ამერიკელი მეგობრის ქართული დღესასწაული
03.11.2009 | 12:36
გუშინ ჩატარდა ჰელოუინი. ეს მართლმადიდებლობისთვის უცხო დღესასქაული ახლა გზას იკვლევს საქართველოში. მართლმადიდებელი საზოგადოება და საპატრიარქო მსგავსი სიახლეების წინააღმდეგ გამოდიან. რა ზეიმია ეს და რატომ მოიძებნა მისი თაყვანისმცემლები საქართველოში?
"თქვენ ხომ იცით, ვინ არის ჩვენი მეგობარი. ჩვენი მეგობარი ამერიკაა. იქ კი აღნიშნავემ ჰელოუინს და ჩვენს უნდა ვიზეიმოთ",- განუცხადა მოსწავლეებს ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა. ინგლისური ენის პედაგოგმა კი ბავშვებს დაურიგა ლექსები და სიმღერები ჰელოუინზე და დაიწყო მათი მზადება ზეიმისთვის.
ამის შესახებ გაიგო "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა". მისი წარმომადგენლები ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე ყველა სკოლაში მივიდნენ თბილისში და ბავშვებს და მშობლებს დაურიგეს ბროშურები. ამ ბროშურებში საუბარი იყო, რომ ჰელოუინი არ არის ტრადიცული ქრისტიანული დღესასწაუილი და მას სატანისტები აღნიშნავენ. მოყვანილი იყო მაგალითები, როდესაც ჰელოუინის აღნიშვნის შემდეგ ზოგ ქრისტიანულ ოჯახში უბედური შემთხვევები მოხდა.
სკოლები არ გამოეხმაურნენ ამ აგიტაციას და აგრძელებდნენ ჰელოუინისთვის მზადებას. გულდასმით სწავლობდნენ ლექსებს და სიმღერებს, დგამდნენ სცენებს.
ჰელოუინის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩარევა საპატრიარქომ გადაწყვიტა. მან გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, რომ მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის მიუღებელია ამ დღესასწაულის აღნიშვნა და ეს უღირსი საქციელია.
საპატრიარქომ გააკეთა ექსკურსი ჰელოუინის ისტორიაში და განაცხადა, რომ ეს არის ძველი კელტების წარმართული დღესასწაული და მისი წარმოშობა დაკავშრებულია ინგლისის, ირლანსიის და ჩრდილოეთ საფრანგეთის ძველ მოსახლეობასთან. ჰელოუინი აღინიშენება 31 ოქტომბრის ღამეს, იმიტომ რომ ამ რეს კელტები აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას.
მათი რწმენის თანახმად, 1 ნოემბერს იწყებოდა სიცივის, უკუნეთის და სიკვდილის დრო და კელტები ამ დღეს ადიდებდნენ სიკვდილისა და სიბნელის წარმართულ ღმერთს შამჰაინს. ახალი წლის წინა ღამეს სინი აქრობდნენ ყველა ცეცხლს, მეორე დღის საღამოს კი ანთებდნენ დიდ კოცონს და აწყობდნენ მსხვერპლთშეწირვას. ამ დღეს ტრადიციისამებრ ყველა იცვამდა ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტიუმებს, ბავშვები კი დადიოდნენ კარდაკარ და აგროვებდნენ საჩუქრებსა და ტკბილეულს, ხოლო მათ, ვინც უარს ამბობდა ჩუქებაზე, რაიმე ოინს უწყობდნენ.
საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ ჰელოუინის აღნიშვნა ნიშნავს წარმართობაში დაბრუნებას და ცეცხლთაყვანისმცემლობის აღიარებას.
ჰელოუნთან ბრძოლა მღვდლებმა ჯერ კიდევ ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში დაიწყეს და ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართები ამ დღეს განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს.
| მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info










