RSS
на русском en in english
22.03.2010
არხივი სტატიები
  • ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას 19.03.2010 23:49 ევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის“ სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.
  • ჟენევის მოლოდინი 19.03.2010 13:37 საერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.
  • სომხები დაისჯებიან ანკარის ამერიკული შანტაჟისთვის 18.03.2010 13:51 თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან 100 000 სომეხ ემიგრანტს გადევნიდა გენოციდის რეზოლუციის გამო. თურქები ერევანისგან მისი დიასპორის ”დაწყნარებას” მოითხოვენ, რომლის დახმარებითაც ამერიკა ყოველწლიურად ზეწოლას ახდენს ანკარაზე და იმუქრება, რო აღიარებს სომხების გენოციდს. ისე, მცოცავი გენოციდი უკეთესია, ვიდრე სისხლიაი გარჩევა.
  • შემდეგი გაჩერება – ეუთო 18.03.2010 11:24 19 მარტს საქართველო, ეუთოს წინაშე - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალ სტრატეგიას წარადგენს. ოფიცილაურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის მხარდაჭერის და „ მის საბოლოო ფორმატში, თავად ეუთოს მიდგომების ასახვის“ იმედი აქვს. ცოტა უფრო ადრე, საქართველოს წარმომადგენლებმა სტრატეგია გაეროს, ევროკავშირსა და ნატოს გააცნეს, სადაც ქართველი სტარეტეგების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს. გაივლის თუ არა დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან მოწონების მეოთხე სტადიას?
  • ევროპა კარს გააღებს 18.03.2010 09:21 გუშინ ბრიუსელიდან თბილისს კარგი ამბები ჩაუვიდა. ევროსაბჭოს მუდმივი თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის თქმით, ზაფხულში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის შეიძლება ხელი მოეწეროს სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას. დასავლეთში თვლიან, რომ საქართველო გახდა ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. როგორ აისახება ამ დოკუმენტების რეალიზაცია ქართველი ემიგრანტების ნაკადზე ევროპის ქვეყნებში?
  • ქართულ “რუსულ მაფიასთან” ბრძოლაში 17.03.2010 23:46 ევროკავშირის ქვეყნებში დააკავეს 69 მაფიოზი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. დამნაშავეების უმეტესობა ქართველია, მათ ფულის გატეთრებვაში, იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობაში, ქურდობაში, ქრთამის აღებაში, ფულის გამოძალვაში და მკვლელობების დაგეგმვაში ედებათ ბრალი.მათთან ერთად განსასჯელთა სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს ტარიელ ონიანიც, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილა აფინანსებდა, ახლა კი ის პროკურატურის მოთხოვნით ესპანელებს გადაეცემათ.
სტატიები

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ომბუდსმენი?

03.11.2009  |  18:29 თუმცა, მოხსენებაში ისიც არის აღნიშნული, რომ, სასჯელთაღსრულების  ყველა უწყებიდან მითებუი  ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა  რაოდენობამ 62-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციალური სისტემის სიტუაცია, რომლი რეფორმირებას ხელისუფლების ერთ-ერთი სიამაყეა, განხილვის საკითხი გახდა მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს ტელეკომპანია 202-ის ჟურნალისტი შალვა რამიშვილი.

როგორც  რამიშვილმა განაცხადა საქართველოს  პარლამენტის დეპუტატთან გიორგი ცაგარეიშვილთან ერთობლივად ჩატარებულ ბრიფინგზე, ციხეში დასაწოლი ადგილები არ არის საკმარისი და პატიმრები იძულებულები არიან რიგრიგობით დაიძინონ. სერიოზული პრობლემებია კვებასთან დაკავშირებით, ასევე პირადი ჰიგიენის დაცვის წესებთანაც.

რამიშვილმა  მიმართა სასჯელთაღსრულების, პრობაციის და იურიდიული  დახმარების მინისტრს დიმიტრი  შაშკინს და მოუწოდა მას  მოეხდინა კონცენტრირება კონკრეტული ციხის კონკრეტულ პრობლემებზე. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებს ქართული ციხეებისთვის მეტი ყურადღების დათმობისკენ, რადგანაც, მისი თქმით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მაგალითად, ნომერ მეორე ციხე ბოლო წლის განმავლობაში არ მოუნახულებია.

მაშინ რამიშვილის განცხადებას  არავინ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ტუღუშის მოხსენებაზე  დიმიტრი შაშკინს საკმაოდ  ცუდი რეგირება ჰქონდა. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მან განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება იმ მოხსენების ობიექტურობაში, რომელიც შედგენილია ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მიერ.

დიმიტრი შაშკინმა განაცხადა: "ეს  მოხსენება იყო მომზადებული  ყოფილი სახალხო დამცველის  მიერ, რომელიც ახლა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია".

შაშკინმა  ასევე აღნიშნა, რომ, მოხსენების თანახმად, სასჯელაღსრულების სისტემაში დარღვევებს არ აქვს სისტემატიური ხასიათი.

მიუხედავად  იმისა, რომ ბევრს იმედი  ჰქონდა, რომ გიორგი ტუღუში ახლანდეილ ხელისუფლებისადმი მეტ ლოიალურობას გამოიჩენდა, ეს მოლოდინი არ გამართლდა. ტუღუშმა, რომლის კანდიდატურაც პროპრეზიდენტულმა უმრავლესობამ წამოაყენა და დაამტკიცა, თავისი წინამორბედის პოზიცია დაიკავა. "ბატონი სუბარი ხედავდა მოხსენების იმ ნაწილს, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების სისტემას, რადგანაც მაშინ, როდესაც მან სამსახური დატოვა, მოხსენების ეს ნაწილი დასრულებული არ იყო",- აცხადებდა ტუღუში.

ახალმა  ომბუცმენმა კრიტიკა არც  პოლიციის მისამართით დაიშურა. "პრობლემა კვლავ არის პოლიციის მიერ ძალების გადამეტება ისევე, როგორც წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიება,- საუბარია მოხსენებაში.  

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მოულოდნელად ახალი  სახალხო დამცველის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი ომბუდსმენი მიიღეს.  

print versionPrint version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1 
2
 3
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100