RSS
на русском in english
21.11.2009
არხივი სტატიები
  • ქართველი კანონიერი ქურდები თავს არაკომფორტულად გრძნობენ სლავურ გარემოში 20.11.2009 10:32 იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა კიევში ვიქტორ იუშჩენკოსთან, მისი თანამემამულე - კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი მეტსახელად პრინცი - ჩავიდა უკრაინაში კრიმინალური კონტაქტების დამყარების და მძიმე ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში გავლენის გადანაწილების მიზნით.
  • ოპოზიცია ამერიკული მხარდაჭერის მოლოდინშია 19.11.2009 11:05 ქართული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც გამუდმებით აცხადებენ მოსკოვთან დიალოგსი აღდგენის აუცილებლობაზე, მთავარი იმედები მაინც ვაშინგტონთან აკავშირებთ. საეჭვოა მათ შორის მოიძებნოს ვინმეს, რომელიც არ წავიდოდა სახელმწიფო დეპარტამენტში კონსულტაციებისთვის. მიუხედავად პოლიტიკურად მშვიდი შემოდგომისა, ოპოზიციონერები უტევენ ამერიკელ მეგობრებს სააკაშვილზე გავლენის მოხდენის თხოვნით.გაიგებენ თუ არა ამერიკაში ქართველი პოლიტიკოსების თხოვნებს?
  • დაკანონებული პატრიორიზმი 19.11.2009 10:57 ”პატრიოტის აქტი” რის გამოც, უკვე დიდი ხანია ცხარედ კამათობენ ქართველი პოლიტიკოსები, შესაძლოა მაინც დაკნონდეს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციმ ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოთქვა პროტესტი ”პატრიოტიზმის დაკანონებაზე”. თანაც, პარლამენტში ”პატრიოტიზმის” დოკუმენტის ინიცირება ერთერთმა ოპოზიციონერმა მოახდინა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობიდან. ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გარკვეულიყო, თუ კერძოდ რას ფიქრობენ თბილისში ამგვარი ”პატრიტული” დოკუმენტის მიღებაზე.
  • სააკაშვილი კიეველი ნათლიას დასახმარებლად მიიჩქარის 18.11.2009 09:32 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18-20 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას მოინახულოებს. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, მოგზაურობის დეტალებზე დუმილი არჩიეს, თუმცა უკრაინული მასმედია, ძვირფასი ქართვლი სტუმრისათვის მოზადებულ პროგრამაში, უფრო მეტად გათვითცნობიერებული აღმოჩნდა.
  • პირველი პრეზიდენტის მომხრეების დამორჩილება შიმშილით გადაწყვიტეს? 17.11.2009 18:37 საქართველოში ყოველ დღეს ახალი პოლიტიკური სკანდალი მოაქვს. ამჯერად გახმაურდა ცოტნე გამსახურდიას დაპატიმრების საქმე. მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს მისმა დედამ და კიდევ 60-მა მომხრემ. ჩვენი კორესპონდენტი ამ საქმის დეტალებს არკვევდა პირველი პრეზიდენტის მეუღლესთან მანანა გამსახურდიასთან, ასევე ქართველო პოლიტოლოგებთან და სამართალდამცავებთან.
  • ახალი ქართული ზღაპრები ნატოსთვის 17.11.2009 10:48 ედინბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორმოცდამეთხუთმეტე სესია გაიხსნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 ქვეყნიდან, 340 პარლამენტარის მონაწილობით. სესიის მუშაობა 5 პროფილიანი კომიტეტების სხდომთა ჩარჩოებში წარიმართება, სადაც დაგეგმილია რუსეთთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა, ბირთვული გაუვრცლებლობის გლობალური რეჟიმის განმტკიცება - თეირანის ატომური ამბიციების გათვალისწინებით, პაკისტანსა და ავღანეთში სიტუაციის განვითარება და ასევე ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პოტენციური შესაძლებლობები.
სტატიები
კიდევ ერთი ოპოზიციონერი ომბუდსმენი? 03.11.2009  |  18:29

4463.jpegსაქართველოს ახალი ომბუცმენი გიორგი ტუღუში მისდევს თავისი წინამორბედის სოზარ სუბარის მაგალითს, რომელმაც არ დაიშურა ხელისუფლების კრიტიკა და თანამდებობის დატოვების შემდეგ ოპოზიციას  შეუერთდა. ოფიციალური თბილისი არ მალავდა იმედს, რომ ტუღუში ასე ღიად არ დაუჭერდა მხარს ოპოზიციას. თუმცა, ომბუცმენის პირველი მოხსენებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კვლავ საკმაოდ რთული ბრძოლა ელით წინ.

ამ  დღეებში საქართველოს ახალმა სახალხო დამცველმა შეასრულა პირობა და პარლამეტში წარადგინა მოხსენება, რომელიც მოამზადა მისმა წინამორბედმა სოზარ სუბარმა. საუბარია 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე. ეს პერიოდი ცნობი გზადა ქვეყანაში შიდაპოლიტიკური კრიზისით - ტარდებოდა მიტინგები და საპროტესტო აქციები.

ამჯერად ხელისუფლება აღარ გადავიდა ძალისმიერ მეთოდებზე, როგორც 2007 წელს. თუმცა უამრავი ინციდენტი  მოხდა - ოპოზიციონერთა დაპატიმრებები, ოპოზიციურ მასმედიაზე "გადავლა", ღალატსა და რუსულ სპეცსამსახურებთან  თანამშრომლობაში ბრალდებები. ყველაფერს ვერც გაიხსენებ. გასული ნახევარი წლის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, რომ შეიძლება დაიწეროს მრავალტომიანი პოლიტიკური დეტექტივი.

მიუხედავად  ამისა, დღეს საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ საქართველოში სიტუაცია უკვე სტაბილურია. ასეთი განცხადება გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ.

მანამდე საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტერები საზღვრებს  გარეშე" განაცხადა, რომ  საქართველოში მასმედიის  თავისუფლება გაუმჯობესდა  და ამ ორგანიზაციის რეიტინგში  საქართველომ 39 ადგილით გადაინაცვლა და გადავიდა 81-ე ადგილზე.

მაგრამ  ომბუდსმენის მოხსენება  სულ სხვა რამეს ამბობს. ტუღუშმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების სფეროში  სიტუაციის გაუარესება შეინიშნება, სამართალდამცავი ორგანოები  კი ახორციელებენ ძალადობას და ამცირებენ ქვეყნის მოსახლეობას.

ამ  მოხსენებამ გარკვეული წინააღმდეგობაც კი გამოიწვია სამართალდამცავსა და პრობაციისა და სასჯელთაღსრულების  სამინისტროს შორის. "დღესდღეობით საქართველოში სასჯელთაღსრულების  სისტემა ერთ-ერთი ყველაზე  პრობლემატური სფეროა",- განაცხადა ტუღუშმა.

არსებულ პრობლემებში მოხსენიებულია  ასევე ციხეებში საკნების გადავსება; პატიმრების ჯანდაცვის  ცუდი უზრუნველყოფა, ასევე  მათთან ცუდი ოპყრობა. მოხსენებაში  ასევე აღნიშნულია, რომ  სასჯელთაღსრულებისა და პრობაცის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მოხსენების პერიოდში დაიღუპა 54 პატიმარი.

Print version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1
 2 3
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link :
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100