RSS
на русском en in english
21.03.2010
არხივი სტატიები
  • ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას 19.03.2010 23:49 ევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის“ სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.
  • ჟენევის მოლოდინი 19.03.2010 13:37 საერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.
  • სომხები დაისჯებიან ანკარის ამერიკული შანტაჟისთვის 18.03.2010 13:51 თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან 100 000 სომეხ ემიგრანტს გადევნიდა გენოციდის რეზოლუციის გამო. თურქები ერევანისგან მისი დიასპორის ”დაწყნარებას” მოითხოვენ, რომლის დახმარებითაც ამერიკა ყოველწლიურად ზეწოლას ახდენს ანკარაზე და იმუქრება, რო აღიარებს სომხების გენოციდს. ისე, მცოცავი გენოციდი უკეთესია, ვიდრე სისხლიაი გარჩევა.
  • შემდეგი გაჩერება – ეუთო 18.03.2010 11:24 19 მარტს საქართველო, ეუთოს წინაშე - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალ სტრატეგიას წარადგენს. ოფიცილაურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის მხარდაჭერის და „ მის საბოლოო ფორმატში, თავად ეუთოს მიდგომების ასახვის“ იმედი აქვს. ცოტა უფრო ადრე, საქართველოს წარმომადგენლებმა სტრატეგია გაეროს, ევროკავშირსა და ნატოს გააცნეს, სადაც ქართველი სტარეტეგების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს. გაივლის თუ არა დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან მოწონების მეოთხე სტადიას?
  • ევროპა კარს გააღებს 18.03.2010 09:21 გუშინ ბრიუსელიდან თბილისს კარგი ამბები ჩაუვიდა. ევროსაბჭოს მუდმივი თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის თქმით, ზაფხულში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის შეიძლება ხელი მოეწეროს სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას. დასავლეთში თვლიან, რომ საქართველო გახდა ამიერკავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. როგორ აისახება ამ დოკუმენტების რეალიზაცია ქართველი ემიგრანტების ნაკადზე ევროპის ქვეყნებში?
  • ქართულ “რუსულ მაფიასთან” ბრძოლაში 17.03.2010 23:46 ევროკავშირის ქვეყნებში დააკავეს 69 მაფიოზი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. დამნაშავეების უმეტესობა ქართველია, მათ ფულის გატეთრებვაში, იარაღით და ნარკოტიკების ვაჭრობაში, ქურდობაში, ქრთამის აღებაში, ფულის გამოძალვაში და მკვლელობების დაგეგმვაში ედებათ ბრალი.მათთან ერთად განსასჯელთა სკამზე შეიძლება აღმოჩნდეს ტარიელ ონიანიც, რომელიც, ზოგიერთი მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილა აფინანსებდა, ახლა კი ის პროკურატურის მოთხოვნით ესპანელებს გადაეცემათ.
სტატიები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი მზად არის ეთერში ჩასაშვებად

05.11.2009  |  12:12 მაგრამ, ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ავტორიტეტს ჩრდილი მიაყენა, მისი მმართველობის დროის პირველი პრემიერ-მინისტრის - ზურაბ ჟვანიას ძალადობრივი სიკვდილის შესახებ გაჩენილმა ეჭვებმა და ვარაუდებმა. შაშიაშვილმა პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს მკველობის მომზადების აუდიო ჩანაწერს.

მან დააზუსტა, რომ კასეტა ინფორმირებული  პირებისაგან მიიღო, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩანაწერი ჯერჯერობით საზღვარგარეთ ინახება და შემოწმებას გადის - ნამდვილია ის თუ არა. ამ განცხადებას კაზუსი მოყვა, რამაც კიდევ რთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლებას სინდისი სუფთა არ აქვს. "თეთრების" ლიდერი, საზღვარგარეთიდან ერთერთი დაბრუნებისას, გულდასმით გაჩხრიკეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

როგორც  "მედიანიუსს" განუცხადა შაშიაშვილმა, 31 ოქტომბრის დილას, როდესაც ის მინსკიდან ბრუნდებოდა თბილისში, მისი ბარგი ერთდროულად ხუთმა მესაზღვრემ გაჩხრიკა. "ისინი როგორც ჩანს ან ფულს ეძებდნენ ან კასეტებს. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, ვინაოდან ბარგი შეფუთული იყო. მათ ბარგს წარწერა მიაკრეს: "სახიფათოა, არ შეეხოთ". ვითომც და იქ, ასაფეთქებელი ნივთიერება იდო".- ამბობს ექს-გუბერნატორი.

მისი  სიტყვებით, მესაზღვრეები იმ აუდიო კასეტებს ეძებდნენ, რომლებზედაც ის საუბარობდა ადრე.  ერთი ჩანაწერი ზურაბ ჟვანიას სიკვდილთანაა დაკავშირებული, მეორე - მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის ფონოგრამაა, მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებთან საუბარი და მათი მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაანაწილონ ხმები.

ოფიციალური  გამოძიების დანიშნვა პრეზიდენტის მაკომპრომეტირებელ ფაქტებზე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს, რათქმაუნდა არარეალურია. ამიტომაც, ერთადერთი საშუალება გამომზეურდეს "ვარდების რევოლუციის" ლიდერის მამხილებელი ინფორმაცია, მხოლოდ "სახალხო სასამართლო"-ს დახმარებითაა შესაძლებელი.

რა  ბედი ელის ამ ბრალდებებს მომავალში? როგორც,  ჯერ კიდევ ზაფხულში აღუთქვა საზოგადოებას შაშიაშვილმა, "სასამართლო პროცესი" პირდაპირ ეთერში გავა. შემდეგ, ოდნავ მოგვიენაებით - წინასწარ დათქმულ ვადებში, საჯაროდ გამოცხადდება განაჩენი და შედგება მისი საზოგადოებრივი რატიფიკაცია. 5 იანვრისთვის - სააკაშვილის ინაუგურაციის მორე წლისთავზე - უნდა დასრულდეს ყვლა მსურველის მიერ განაჩენის ხელმოწერის პროცესი და ხელმოწერებიანი დოკუმენტი, გაიგზავნება სხვადასხვა ქვეყნებში.

რამდენად  მასშტაბური გამოდგება შაშიაშვილი-ღლონტის  პროექტი? მოსალოდნელია, რომ  "სახალხო სასამართლოს" ავტორების მოწოდებას - მონაწილეობა მიიღონ და შეუერთდნენ პროცესს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი იგნორირებას გაკეთებს.

ქართული ოპოზიცია, კვლავ აგრძელებს დაქსაქსულად  მოქმედებას. ყველა ლიდერს, საკუთარი სახელით სურს ბრალდებების გახმოვანება.

თუნდაც  ლეიბორისტების მაგალითი ავიღოთ, რომლებმაც 7 ნოემბრის მოვლნებთან დკავშირებულ საპროტესტო აქციებში, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

print versionPrint version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1 
2
 3
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100