RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აუქციონი აღიარების საკითხზე

09.11.2009  |  10:00

4492.jpegბელორუსია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს დაუბრუნდა. როგორც, დადო პირობა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, ორი ახალი სახელმწიფოს მიმართვა აღიარების თხოვნით, საშემოდგომო სესიაზე განსახილველადაა გამოტანილი. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მინსკი საკუთარ პოზიციას, წლის ბოლომდე საბოლოოდ ჩამოაყალიბებს.

ბელორუსიულ  ინტერნეტში ახალი მინიშნება გაჩნდა: მიიღო ქვეყანამ ახალი კრედიტი საერთაშორისო სავალიუტო ფონდისგან - რუსეთთან მორიგი შეთამაშებაა მოსალოდნელი.

ამ დღეებში, საერთაშორისო სავალიუტო ფონდმა ბელორუსიას 700 მილიონი დოლარი გამოუყო. ეს თანხა ნაციონალური ვალიუტის კურსის მხარდაჭერას მოხმარდება. ეს უკვე მეორე ტრანშია, ფონდის მიერ ეკონომიკური რეფორმების პროგრამის განსახორცილებლად დაპირებული 2,46 მილიარდი დოლარიდან. 788 მილიონი დოლარი წლიურ  0,75 პროცენტად მინსკმა, ჯერ კიდევ 14 იანვარს მიიღო, დანარჩენი სახსრები ბელორუსიის მთავრობის ყოველკვარტალური ანგარიშების გათვალისწინებით ირიცხება.

თუმცა, კრიზისის გადასალახად ეს თანხები არ არის საკმარისი. მას კიდევ 500 მილიონი დოლარის იმედი აქვს, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოთ, ახლა კი შესაძლოა, ევრაზეს-ის ანტიკრიზისული ფონდიდან გაიღონ.

ეს საკითხი  შესაძლებელი იყო, გუშინდელ რუსეთისა და ბელორუსიის პრემიერ-მინისტრების  შეხვედრისას - ვლადიმერ პუტინისა და სერგეი სიდორსკის მოკავშირე სახელმწიფოების მინისტრთა საბჭოს სხდომის ჩარჩოებში განსჯის საგანი გამხდარიყო. მაგრამ არ გახდა.

საჯაროდ არც სათბობ-ენერგეტიკულ  სფეროში  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან  დაკავშირებთაც მინსკი, მოსკოვის მხრიდან ელის დამხარებას. ამჟამად ბელორუსია საშუალოდ სათბობისათვის დაახლოებით 150 დოლარს იხდის კუბომეტრზე და ეს ყველაზე დაბალი ფასია დსთ-სა და მთელს ევროპაში, წერს "იზვესტიე".

ადვილი  მისხვედრია, რომ მასზე  ფასის მომატება, ძალზედ არასასიამოვნო ფაქტი იქნება ლუკაშენკოს მთავრობისთვის. ასე რომ, ბელორუსია ევროპულ ფასებზე გადასვლის ვადის  გადაწევას 2015 წლამდე  იმედოვნებს.

როგორ შეიძლება, რუსეთის მხრიდან კრედიტის გამოყოფის და გაზზე შეღავათიანი ფასების შენარჩუნების თემის აქტუალიზაცია? მინსკში, როგორც ჩანს კვლავ მოძველებული საკითხის  გათამაშებას აპირებენ -  ისაუბრონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების შესახებ.

ბელორუსიის  ოპოზიცია ამ საკითხს, ინტერნეტში განთავსებულ ფორუმებზე ირონიით ეხმაურება: რატომ არ შეიძლება ამ საკითხის  პირდაპირ აუქციონზე გამოტანა? ვინ გადაიხდის მეტს - რუსეთი თუ დასავლეთი?

მაგრამ, ეს ძალზედ მარტივი იქნებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოსთვი, ვინიდან ეს არ მისმცემდა  მას საშუალბას, დაუსრულებლად გაეწია სპეკულირება ამ თემით და დივიდენდები ხან ერთი მხარისგან მიეღო და ხან მეორისაგან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100