RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ახალი საზრუნავი - თამაშომანია

10.11.2009  |  10:00

4505.jpegამერიკული მაფიის ბიზნესში სათამაშო ბიზნესი ყოველთვის ერთ-ერთ  წამყვან პოზიციას იკავებდა. თუმცა, ამერიკელმა კანონმდებლებმა- კონგრესმა და სენატმა,- რომლებიც მთელ მსოფლიოში "დემოკრატიის შენების" ნიმუშები არიან, გადაწყვიტეს საშუალო და ღარიბი ფენა გაეიმიჯნათ ბედის გამოცდის ცდუნებისგან. გადაიტანეს ყველა კაზინო და სხვა სათამაშო დაწესებულებები უდაბნოში, სადაც მაფიამ გაზარდა თავისი ყველაზე ლამაზი და ცოდვით სავსე ყვავილი სახელად ლას-ვეგასი.

საქართველოში  არ სჭირდებათ საკუთარი ლას-ვეგასი. იმის გამო, რომ კაზინოს  ლიცენზიის საყიდლად 5 მილიონი  ლარია საჭირო, თბილისში მხოლოდ ორი სამორინეა. სამაგიეროდ საქართველოს დედაქალაქში  სათამაშო ავტომატების დარბაზები  სულ უფრო და უფრო იზრდება.

მიხეილ  სააკაშვილი, რომელიც ასე ამაყობს ქართველი კანონიერი ქურდების რუსეთში "ექსპორტით", ვერ ხედავს ვერაფერ საფრთხილოს ამ საკითხში. საქართველოს ხაზინაში საკმაოდ დიდი თანხები შედის ასეთი დაწესებულებებიდან.

შეიძლება, სათამაშო ბიზნესს მართლაც  მოაქვს მილიონები ხაზინისთვის, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი შეფასებით: რით შემოუბრუნდება საზოგადოებას აზარტული თამაშებისადმი ასეთი ლტოლვა. თამაშომანიით განსაკუთრებით "დაავადდნენ" მოზარდებუ, რომლებიც ვალების ასაღებადაც კი არიან მზად, რასაც რასაკვირველია შემდეგ მშობლები იხდიან.

თბილისში  მსგავსი ტიპის დაწესებულების გახსნაზე არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. სათამაშო ავტომატების დარბაზი შეიძლება სკოლის ან ეკლესიის გვერდზე იყოს და არც ერთ ქართველ კანონმდებელს არ აწიხებს ეს ფაქტი. პირიქით, სათამაშო ბიზნესს "მწვანე შუქი" აქვს ანთებული. წლიური სალიცენზიო დაგროვება სათამაშო სალონის შენახვისთვის შეადგენს 20 ათას ლარს, თბილისის გარეთ კი მხოლოდ 12 ათასს. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ თბილისში არის თავმოყრილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სათამაშო დარბაზების ნახევარი.

უახლოეს მომავალში ქართველების  დამღუპველ მიდრეკილებაზე შეიძლება სასტუმროებმაც გააკეთონ ფული. დეპუტატი ლაშა თორდიას თქმით, ახლა განიხილება კანონპროექტი, რომელიც უფლებას მისცემს ნებისმიერ სასტუმროს, რომელსაც ექნება 100-ზე მეტი ნომერი, გახსნას კაზინო ყოველგვარი ლიცენზიის მიღების გარეშე. კაზინოს ყოველ მაგიდაზე გადასახადი ორი წლით გაიყინება. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს მიიღებენ.

ბატონი  თორდიას აზრით, სათამაშო ბიზნესი სახელმწიფოსთვის  ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

"ჩვენ არ გაგვიგია არანაირი პრობლემის შესახებ სათამაშო ბიზნესზე",- ამტკიცებს ის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100