RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საუბრები წმინდა თემებზე

10.11.2009  |  10:03

4506.jpegსაქართველოსა  და რუსეთის პატრიარქები  შეხვდნენ ბაქოში, მაგრამ კირილესა და ილია მეორეს საუბარი საინტერესო მხოლოდ მორწმუნეთათვის როდი იყო. გარკვეული დროა ბევრი  ადამიანი საქართველოშიც  და რუსეთშიც იმედით თუ ეჭვით  ადევნებენ თვალყურს, თუ როგორ აწესრიგებენ ორი ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენლები გასული წლის ომის შედეგად გაწყვეტილ ურთიერთობებს.

ეს  ილია მეორესა და კირილეს  პირველი შეხვედრაა, ამ უკანასკნელის პოსტზე არჩევის შემდეგ. ორი  მათგანი მოხარული იუო ორი  ქვეყნისა და ეკლესიის ურთიერთობაზე საუბრით.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკლესიების ურთიერთობა ძმურია და ვერაფრი ავნებს ამას",- ხაზი გაუსვა საქართველოს  პატრიარქმა.

დიდი  ხნის განმავლობაში ორი პატრიარქის შეხვედრის ფაქტს ოფიციალურ  დონეზე არ ადასტურებდნენ. თუმცა, საკმაოდ საეჭვო ეჩვენებოდა ყველას, რომ ორი მართლმადიდებელი პატრიარქი ბაქოში არგასაუბრებოდა ერთმანეთს.

ეკლესიების  მეთაურებმა ხომ პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მოახერხე მეგობრული ურთიერთობების  შენარჩუნება.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ბაქოში გუშინ ჩავიდა და ტრადიციისამებრ გვერდი არ აუარა პოლიტიკური თემების განხილვას. საქართველოს სულიერმა ლდერმა განაცხადა, რომ კავკასიის ახლანდელი ვითარება, არის არც ომის და არც მშვიდობის სიტუაცია, ამის შენარჩუნება დიდხანს შეუძლებელია.

ამასთანავე  ილია მეორემ იპოვა აზერბაიჯანისა  და საქართველოს ბედ-იღბალს შორის მსგავსებებიც დაინახა, რამაც სომეხ მორწმუნეებში უკმაყოფილება გამოიწვია: "მართალია ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით, რომ ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, ჩვენი იმედები არ გამართლდა: დარღვეულია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა".

ჩვენ  არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ  ილია მეორეს პოლიტიზირებული განცხადებები აღიზიანებს ოსურ და აფხაზურ მრევლს.

სწორედ  საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის პრპაგანდა გახდა  წელს კოდორის ხეობიდან აფხაზების  მიერ რამდენიმე ქართველი მონაზვნის გამოგდების მიზეზი. ილია მეორის ლოცვები კი აგვისტოში დაღუპული მეომრებისთვის, ცხინვალში მიიღეს როგორც დაბომბვის დროს დაღუპული ოსების შეურაცხყოფა.

პატრიარქი უფრო კეთილგანწყობილი რომ  ყოფილიყო საქართველოსგან მოწყვეტილი რეგიონების მიმართ, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს იქიდან არ გამოყრიდნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100