RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბავშვების თემა ჟენევის დისკუსიებისათვის

11.11.2009  |  10:03

4522.jpegმოზარდებთან დაკავშირებული სკანდალი, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო დონეზე გაიტანა. აბა რა უნდა ქნას, თუ კი პრეზიდენტს წინასწარ არ გამოსდის საკუთარი ქვეყნის ღარიბ ახალგაზრდობაზე ზრუნვა და სკოლის მოსწავლეები იძულებულნი არიან, დანაშაულებრივი საქმიანობა წამოიწყონ სამხრეთ ოსეთში? ამ შემთხვევაში დაინტერესებულობის შგრძნება მაინც უნდა შექმნას. მაგრამ, მაშინ რაღა საჭიროა რუსეთისა და ევროკავშირის თვაგამოდებით დადანაშაულება? პირველის იმისათვის, რომ წესრიგს ამყარებს ყოფილ საქართველოს ავტონომიაში, მეორეს კი "ძალზედ თავშეკავებული"  დაცვისათვის, საყვედურობენ.

სამხრეთ ოსეთში დაკავებულ მოზარდებზე, ფიარის გაკეთება საჭიროა და ადვილი. ბავშვები, ეს ხომ ძალზედ მნიშვნელოვანი და მთავარია. საკმარისია მათი "ოკუპანტების და სეპარატისტების" მსხვერპლად წარმოჩენა და რუსეთი მოსფლიოს დაუნდობელ მხეცად მოეჩვენება, მიხეილ სააკაშვილი კი - უდანაშაულოდ დასჯილების მფარველად.

გუშინ, საქართველოს  პრეზიდენტი სტუმრად ჩავიდა დაპატიმრებულების მშობლებთან, რომელთაც ბრალად ედებათ იარაღის მოპარვა - შენახვა და  საზღვრის უკანონო გადაკვეთა. ეს ქართველი უფროსკლასელები გახლავთ: გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი.

იქ  მიხეილ სააკაშვილს არამარტო  ბავშვების მშობლების დაწყნარება მოუწია, არამედ საპარლამენტო ოპოზიციისაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან. როგორც გუშინ აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ:"როდესაც საუბარია ჩვენი ბავშვების განთავისუფლებაზე, პოლიტიკურ შეხედულებებს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს". საზღვრისპირა სოფელ ტირძნისში შეხვედრა, იმის მაგალითი უნდა გმხდარიყო "თუ როგორ შეძლებს მთავრობა და ოპოზიცია თანამშრომლობას, ჩვენთვის საერთო სკითხებთან დაკავშირბით".

მოკლედ, საკუთარი თავის ისეთ კეთილშობილურ როლში წარმოჩენა, როგორიცაა  ოსების ტყვეობიდან მოზარდების დახსნა - ოპოზიციისათვისაც სასიამოვნოა და ხელისუფლებისთვისაც.

სააკაშვილმა მომენტი სრულად გამოიყენა. მან პირობა დადო, რომ ამის შესახებ თავად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ  ჯოზეფ ბაიდენს დაელაპარაკება, დღეს დაგეგმილი სატელეფონო საუბრისას და  როგორც რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების გარანტთან- ნიკოლა სარკოზისთან სატელეფონო აუდიენცია გამოითხოვა საფრანგეთის ელჩისგან. ქართველი პოლიტიკოსების ვერსიით, ხომ რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ ქართველი მოზარდები სამხრეთ ოსეთში სამხილებით ხელში აიყვანეს.

სააკაშვილის აზრით, ამგვარად, მოსკოვი  სერთაშორისო საზოგადოების მოთმინებას ამოწმებს. თუ კი, ამ ფაქტს არ მოჰყვება მწვავე რეაქცია, მაშინ პროვოკაციები გაგრძელდება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100