RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოდან სიყვარულით?

11.11.2009  |  10:07

4523.jpegახალი ქართული ტელეარხის ფორმატი, რომელიც გათვლილია კავკასიის  რუსულენოვან მოსახლეობაზე, მათ შორის ჩრდილოურზეც, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, მაგრამ "პირველი კავკასიურის" მომავალმა "სახეებმა" უკვე დაიწყეს სარეკლამო კამპანია. მოკლედ, მათი სახელები უკვე ბევრის მთქმელია: ოლეგ პანფილოვი, ალა დუდაევა და ზურაბ დვალი...

ოლეგ  პანფილოვმა რუსულ მასმედიას  მოახსენა საქართველოში ჩამოსვლის  შესახებ, მისი თქმით, გადაწყვეტილება აპოლიტიკურია. მას არ სჭირდება პოლიტიკური თავშესაფრის ძებნა, მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო ერთი წლით ადრე. ახლა კი ის ცდილობს დაიტოვოს რუსეთში რეგულარული ვიზიტების შანსი.

მოკლედ, კრიტიკის გარეშე სოროსის  სტიპენდიანტმა ვერ გაძლო. "საქმე ის არის, რომ საქართველო რუსეთზე ბევრად თავისუფალი ქვეყანაა და აქ განვითარების პერსპექტივებია ჟურნალისტიკისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ახლა ჩემთვის აქ უფრო საინტერესოა ცხოვრება. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ რუსეთში ასეთი პერსპექტივები სულ უფრო ცოტა ხდება",- აცხადებდა პანფილოვი.

საქართველოში, ნამდვილად, რუსული "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის" დირექტორს ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს. თუმცა ალბათ უფრო ფინანსური, ვიდრე დემოკრატიული, რადგანაც ხელისუფლების დიქტატისგან საქართველოს მასმედია რუსულზე ბევრად უარეს დღეშია.

აი  ფული კი ნამდვილად მოიძებნება საინფრომაციო ომისთვის, რითიც დაკავებული იქნება ოლეგ პანფილოვი საქართველოში.ჩვენ უკვე დავწერეთ ამ დღეებში, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა ჩაერთოს ქართული დმაოუკიდებელი მასმედიის განვითარებაში.

ალბათ, ახალი ტელეარხიც ევროპული ფონდების მიერ დაფინანსდება. ასე რომ დასავლელი პოლიტიკოსები ორ კურდღელს ერთდორულად დაიჭერენ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიის ტელესივრცის "დემოკრატიზაციას" მოახდენენ.

მასმედიის ზოგმა წარმომადგენელმა  ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ თანხებს  არხისთვის გამოყოფს გაქცეული რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი. თავად მან ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა პირველი ჩეჩნეთის ომის დროს ის ჩრდილოეთ კავკასიას მიიჩნევდა იარაღის მოპოვებისა და ფულის გათეთრების წყაროდ.  

პანფილოვი წაიყვანს ანალიტიკურ გადაცემას  "ჩემი საქართველო" ახალ "კავკასიურ არხზე", რომლის დახმარებითაც საქართველომ  გააწყვიტა რუსეთთან საინფორმაციო სფეროში გამკლავება. შეიძლება, დამოუკიდებელ ტელეარხსმართლაც მოეხერხებინა კავკასიური სინამდვილის ნაკლებთან ბრძოლა: ქორუფციასთან და ტერორისტულ პროპაგანდასთან.

თუმცა საქართველოსგან გულგრილობას  არ უნდა ველოდოთ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100