მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ოლეგ პანფილოვი ქართველებს ”სიტყვის თავისუფლებას” ასწავლის
11.11.2009 | 10:10ახლხან მოგიყევით იმის შესახებ, რომ ოლეგ პანფილოვი წარადგინეს ეუთოს წარმომადგენლად საქართველოს მხრიდან მასმედიის თავისუფლების საკითხების ხელმძღვანელის პოსტზე. აგვისტოს ომის "სწორად" გაშუქებისთვის მიხეილ სააკაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა და თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიანიჭა.
მართალია, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს ტაჯიკი პანფილოვი მოსკოვში ცხოვრობდა, ახლა მან თბილისში გადასვლა არჩია საცხოვრებლად, მიხეილ სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციასთან უფრო ახლოს.
აი როგორ კომენტარს უკეთებს ის თავის გადაწყვეტილება:
"ამ გადაწყვეტილებაში, უდავოდ, არის გარკვეული პოლიტიკუეი საფუძველი. თუმცა საქართველოში, რუსეთისგან განსხვავებით, მე მაქვს პერსპექტივები, პროფესიული ზრდის პერსპექტივები. მე აქ ემიძლია დავეხმარო ჟუნრალისტიკის განვითარებას. მე შევქმნი ჟურნალისტიკის სკოლას პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წარმოების საშუალება არ არის. რუსეთში მე არ შემიძლია ჩემი გამოციდლებისა და ცოდნის გამოყენება და სხვებისთვის გაზიარება".
სამაგიეროდ საქართველოში პანფილოვს გასაოცარი პერსპექტივები აქვს. მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა თითქმის ყველა თავისუფალი ტელევიზიის ლიკვიდაცია და მიითვისა პრაქტიკულად ყველა ბეჭდვითი გამოცემა, საქართველოშო დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივი პრესა ან სრულიად ემსახურება ხელისუფლება, ან იძულებულია შეწყვიტოს არსებობა.
მანამ სანამ ნამდვილად თავისუფალი ჟურნალისტები ტოვებენ საქართველოს, მიხეილ სააკაშვილი კრებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა კუთხიდან ყველაზე სკანდალურ ჟურნალისტებს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მზად არიან ემსახურონ "ქართულ დემოკრატიას".
რადგანაც მიხეილ სააკაშვილს მშვენივრად ესმის, რომ პუბლიკამ საეჭვოა მიიღოს მიხი რეჟიმის რუსულენოვანი აპოლოგეტების სენტენციები ტელეეთერში, მან გადაწყვიტა შეექმნა ახალი არხი, რომელიც რუსულ ენაზე იმაუწყებლებს.
პროფესორული საქმიანობის გარდა პანფილოვი ამ არხზე წაიყვანს გადაცემას. აი როგორი კომენტარი გაუკეთა თავის ახალ ჟურნალისტურ ამპლუას მან:
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info