RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

როგორ ასწავლა ამერიკის საზღვაო ქვეითმა ჯარმა ქართველებს ქაბულში მოქცევის წესები

12.11.2009  |  11:03

4541.jpegჩხუბის  ისტორიამ, უფრო სწორად ამერიკის საზღვაო ქვეითი ჯარის მიერ ორი ქართველი ახალგაზრდის  ცემის ისტორიამ, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობდნენ მასმედიაში, მოულოდნელად გაგრძელება ჰპოვა.

არა, არა! საუბაერი არ იქნება გულფიცხი ქართველი ბიჭების სისხლიან შურისძიებაზე. ამჯერად უღირსად  მოიქცა ქართული პრესა, რომლის მოწოდებაც არის ქართული  სახელმწიფოს, უფრო სწორად კი პრეზიდენტის, ინტერესების დაკმაყოფილება, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი, ფრანგი ლუდოვიკო მეთოთხმეტეს მსგავსად, უკვე დიდი ხანია თვლის, რომ "სახელმწიფო მე ვარ".

და  აი, იმის მაგივრად, რომ გაჩუმებულიყო და ეცადა სამარცხვინო ინციდენტის დავიწყება, ყოველკვირეული  გაზეთი "კვირის პალიტრა" გამოვიდა მოწოდებით ამერიკელი სამხესდროებისადმი, რომ პატივი ეცათ საქართველოს კანონებისთვის.

"თქვენ  გიცავთ იმუნიტეტი, მაგრამ პატივი ეცით ჩვენს ქვეყანას",- ასეთი  სათაური ჰქონდა სტატიას. გამოცემა გვახსენებს გასულ  კვირას მომხდარ ინციდენტს, როდესაც თბილისის ცენტრში სამმა ამერიკელმა მთვრალმა სამხედრო პირმა სცემა ორი ქართველი. როგორც "კვირის პალიტრა" აღნიშნავს, მანამდეც მომხდარა მსგავსი ინციდენტი ფოთშუი, სადაც ამერიკელი სამხედრო მეზღვაურები აწუხებდნენ ქართველ ოფიციანტ გოგონებს, რის შედეგადაც წამოიწყო ჩხუბი.

კონტრაქტის მიხედვით ამერიკელებს იცავთ დიპლომატიური იმუნიტეტი და მათ არ ეხებათ ქართული კანონები. თუმცა არსებობს ყველასთვის მისაღები საერთაშორისო პრაქტიკა. უცხოელების მიმართ, რომლებიც არღვევენ ქვეყნის კანონს, იყენებ ისეთ ხრეხს, როგორიც არის მათი "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება, შემდეგ კი აძევებნ ქვეყნიდან. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა არ მოეხდინა თბილისში მომხდარი ინციდენტის  პოლიტიზირება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა: "არა მგონია, რომ ამ საკითხში საჭიროა დიპლომატიური ჩარევა, სამწუხაროდ, ადამიანებს შორის, ხდება ხოლმე კამათი, განსაკუთრებით კი არასამუშაო დროს... თუკი ჩვენი მეგობარი ქვეყანა მოგვცემს ინფორმაციას და მოითხოვს ჩვენგან რეაქციას, ბუნებრივია, ჩვენ ჩავერევით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ეს რაიმე სკანდალში გადაიზარდოს".

რა  თქმა უნდა, ამერიკელი დიპლომატები  არ ჩაერივნენ სკანდალში. მათთვის სულაც არ არის ხელსაყრელი ამერიკელი ქვეითი ჯარის წევრების კიდევ ერთი ნასვამი გამონახტომის გახმაირება. ისინი ხომ სკანდალებს ყველგან აწყობენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100