RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისში სუამის რეანიმირება მოხდება

12.11.2009  |  11:06

4542.jpegახლახან თბილისში დაიწყო სუამის საპარლამენტო ასამბლეის სამდღიანი სესია. ამ გაცვეთილი ორგანიზაციის აქტივიზაციის შესახებ განაცხადეს კიევმა და კიშინიოვმა ნოემბრის დასაწყისში და საქართველომაც  აქტიურად დაუჭირა მათ მხარი. აზერბაიჯანმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქვეყნებმა გამოცხადეს ახალი ერთობლივი პროექტების შესახებ, თუმცა დაუბრუნდნენ სუამის იდეას პირადი ინტერესების გამო.

საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვეთის წარმომადგენლები  გუშინ თბილისში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ საკითხების ფართო სპექტრი - "რუსეთის აგრესიიდან" და რეგიონალური უსაფრთხოებიდან, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დემოკრატიამდე. როგორც ქართულმა მასმედიამ გაავრცელა, ქვეყნები შეიმუშავებენ განვითარების ახალ გეგმას, რათა "არაკეთილმოსუნემ ვერ შეძლოს სიტუაციის თავის სასარგებლოდ და იმპერიული სურვილების ასასრულებლად გამოყენება".

შეგახსენებს, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია  დაარსდა 1997 წლის 10 ოქტონბერს. თავიდან მას ერქვა სუუამი - მასში უზბეკეთიც შედიოდა, რომელმაც გარკვეული დროის  შემდეგ განაცხადა ბლოკიდან გასვლის შესახებ მისი პოლიტიზაციისა და არაეფექტურობის გამო. ამ გაზაფხულზე ექსპერტებმა მოლდოვეთის გასვლაც ივარაუდეს, რადგანაც რუსეთმა მასთან ურთიერთობები მოაგვარა, მაგრამ კიშინიოვს ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გაუწყვეტია სუამთან კავშირი.

თუმცა, გუშინ მოლდოვეთის დელეგაცია არ ყოფილა სხდომაზე. ქვეყანა ფორუმზე წარმოადგინა ელჩმა იონ რიბუმ. მან პარლამენტარების არყოფნა ახსნა მოლდოვეთში ახლა მიმდინარე არჩევნებით.

კომუნისტი პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის  გადადგიმისა და ხელისუფლების დემოკრატიზაციის შემდეგ კიშინიოვმა სუამში მონაწილეობა სასარგებლოდ ჩათვალა. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა 3 ნოემბერს კიევში უკრაინის უსაფღთხოების საბჭოს მდივნის რაისა ბოგატირევას და მოლდოვეთის საგარეო საქმე მინისტრის იური ლიანკეს მხრიდან.

რაში  სჭირდება ახლა ის კიშინიოვს? მოლდოველებს ეშინიათ დნესტრისპირეთი სიტუაციის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სცენარის მიხედვით გადაწყვეტის. მით უმეტეს, რომ რუსეთმა დააკანონა თავისი სამხედრო ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენება. ახლა კიშინიოვს სურს შეცვალოს რუსი სამშვიდობოები უკრაინელებით და ამიტომაც ცდილობს დაუახლოვდეს კიევს სუამის მეშვეობით.

რაში  სჭირდება ეს კიევს? მას სურს გაზარდოს თავისი გავლენა  მოლდოვეთზე, რადგანაც იქ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემდგ დაიწყო რუმინეთის პოზიციის გაძლიერება, რასაც უკრაინელმა პოლიტოლოგმა იური რომანენკომ უწოდა "უკრაინისთვის სახიფათო პროცესი". უკრაინელების შეშფოთებას იწვევს ბუქარესტის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია უკრაინისა და მოლდოვეთის ზოგიერთი რეგიონის რუმინეთიზაციისკენ.

ამასთანავე, ორივე ქვეყნის ექსპერტები სუამის რეანიმაციას თითქმის  არარეალურად მიიჩნევენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100