RSS
на русском en in english
19.04.2018
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევაში მშვიდობის გარანტირება ვერ შეძლეს

12.11.2009  |  15:53

და ეგრეთ  წოდებული "ბავშვბის გატაცების" ფაქტიც, რომლებიც ოსური მხარის მტკიცებულებით ცხინვალში დააკავეს, ხელყუმბარებით ხელში.

მოზარდების  გათავისუფლება, პირადად მიხეილ სააკაშვილმა იკისრა. ამ კონფლიქტის მოგვარებისათვის ხელშეწყობის პირობა გრიგორი კარასინმაც დადო, ჟენევაში გამგზავრების წინ. თუმცა, ოსების დაყოლიება მოზარდების დაბრუნებაზე საქართველოში და ამას მერე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად რუსეთის, აშშ-ს და ევროპელების შუამდგომლობისა, ვერ მოხერხდა.

ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელმა  ბორის ჩოჩიევმა კვლავ გაიმეორა, რომ ქართველ მოზარდებს  ყუმბარები და ასაფეთქებელი ნივთიერებები  ჰქონდათ თან. "ისინი უკვე ორჯერ მოინახულეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა, ამგვარი შესაძლებლობა მიეცემათ მათ ნათესავებსაც. მაგრამ, რა უნდა ქნან იმ მშობლებმა, რომლბმაც საკუთარი შვილები ვერც კი ნახეს",- შეხსენება გააკეთა მან შარშან ოსი 17-20 წლის ახალგაზრდების - ხუგაევის, ხაჩიროვის, პლიევის და ასევე იკაევის და კაბისოვის   გატაცებაზე.

ოსებმა, ბოკერიას თქმით, არ მოისურვეს  თავიანთ ტერიტორიაზე ევროპელი გამომძიებლების შეშვება, რათა მათ გამოეკვლიათ ბავშევბის დაკავების გარემოებები. ჩოჩიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ სჯერა ამგვარი გამოძიებების "მიუკერძოებლობის". "ჩვენ უნდობლობას უცხადებთ ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი პროქართული პოლიტიკის გამო".

გიგა  ბოკერიამ პირობა დადო გააგრძელონ "ზეწოლა ყველა შესაძლო ტრიბუნბიდან, პირველ რიგში რუსეთზე, რათა აიძულონ ისინი გაათავისუფლონ ბავშვები". ხოლო ოსურმა მხარემ ულტიმატუმი წამოაყენა: თუ კი ერგნეთის შემდეგ შეხვედრამდე, თბილისი არ წარმოადგენს ინფორმაციას  რესპუბლიკის დაკარგული მოქალაქეების შესახებ, მაშინ ცხინვალი უარს იტყვის ინციდენტების აცილებისა და დროული რეგირების მექანიზმების შემუშავებაში შემდგომ მონაწილეობაზე.

რუსეთი და ცხინვალი შეეცადნენ საერთაშორისო შუამავლებისათვის ჩაეგონებინათ, რომ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა კი, რუსი მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ, საქართველო საზღვარებზე პროვოკაციათა რაოდენობამ იკლო, მაგრამ ახალი ომის საშიშროება კვლავ დარჩა. კარასინმა განაცხადა, რომ არაღიარებული სახელმწიფოების ზეცაში კვლავ გამოჩნდნენ საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატები.

ჩოჩიევმა  კი აღნიშნა, რომ სქართვლოს სამხედრო პოტენცილი იმ დონემდეა აღდგენილი, რა დონეზეც იყო ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტომდე. "სანდო წყაროების მიერ მოწოდებული მონაცემებით, საქართველო უახლოეს მომავალში აპირებს სამხედრო ბაზის მოწყობას, დასახლებულ პუნქტ წეროვანში" ( სამხრეთ ოსეთის ლენონგორის რაიონთან ახლოს),- განაცხადა მან. ამას გარდა, მისი მონაცემებით ქართველები, სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს აგებენ საფორთიფიკაციო ნაგებობას. "ზოგიერთ რაიონებში, ჩვენ უკვე შევნიშნეთ 3-4 მეტრი სოღრმისა და 3 მეტრი სიფართის სანგრები".- თქვა მან.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100