RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჟენევაში მშვიდობის გარანტირება ვერ შეძლეს

12.11.2009  |  15:53

4545.jpegყველა თავთავის აზრზე დარჩა - ამგვრია, ჟენევის მერვე მოლაპარაკებების, არც თუ სასიხარულო შედეგები. მისი დასრულების შემდეგ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლებმა განაცხადეს, რომ დისკუსიები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, სიტუაცია რეგიონში კი დასტაბილურდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან რუსეთი და სამხრეთ ოსეთი და საქართველოს მიერ ახალი აგრესიის მზადებაზე აკეთებენ განცხადებებს. თბილისმა თავის მხრივ, მოსკოვს დასდო ბრალი წარუმატებელ  მოლაპარაკებებში. ჟენევის მოლაპარაკებებით, როგორც ჩანს კმაყოფილი მხოლოდ საერთაშორიო დამკვირვებლები დარჩნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირიდან.

მთავარი საკითხი იყო ძალის გამოუყენებლობის  შეთანხმების შემუშავება და ასევე ზოგიერთე საბაზო წინადადებები უსაფრთხოების "არქიტექტურის" დარგში, რაშიც პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ ამის და მიუხედავად, საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში კონფერენციის მონაწილეები "სწორი გზით" მიდიან, იტყობინება იტარ-ტასი.

საქართველოში  კრიზისული საკითხების ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა  პიერ მორელმა თავის მხრივ, დღეს შემდგარ კონსულტაციებს  "გაღრმავებული ურთიერთგაგების სესია" უწოდა და თანაც  აღნიშნა, რომ "ძალისგამოუყენებლობის  საკითეხბი და შეთანხმება უსაფრთხოების დარგში - პრობლემის ბირთვია".

როგორც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აღნიშნავს, "მხარეები ძალზე შორს იყვნენ ურთიერთგაგებისგან, ვინაიდან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამ შეთანხმებების მიღწევაზე".

საქართველოში კი საერთოდაც, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის "მახრეებად" შეთანხმბისათვის არ თვლიან. საქართვლოს დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ბოკერიას თქმით, რუსეთმა თავად დაბლოკა მშვიდობიანი შეთანხმების მომზადება, როდესაც უარყო უსაფრთხოების მექანიზმების ახალი წინადადებები და ორთვიანი ვადა მოითხოვა, საკუთარი შენიშვნების შესამუშავებლად.

საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

"რუსეთი მოითხივდა, რომ გაფორმებულიყო  დოკუმენტი ძალისგამუყენებლობის შესახებ, მაგრამ როდესაც საქმე ახალი  არქიტექტურის  რეალურ შემუშავებამდე მივიდა, რომლის ერთერთი კომპონენტიც ძალისგამოუყენებლობა იქნება, აღმოჩნდა, რომ რუსეთს ეს არ უნდა".- განმარტა ბოკერიამ.

საქართველოს დელეგაციამ, ევროპელების ყურადღების აქცენტირება იმ პრობლემებზე მოახდინა, რომლებიც თბილისის მიერ არაღიარებული ახალი სახელმწიფოების საზღვრების გასწვრივ წარმოიქმნება. აქ მოყვანილი იყო, ამ დღეებში უარყოფილი რუსი მესაზღვრეების "თავგასულობა" აფხაზეთში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100