RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აგრეოსრი - მსხვერპლის როლში

16.11.2009  |  08:59

4567.jpegჟენევის დისკუსიები მანამ არ დაიძრება გაყინული წერტილიდან, სანამ აშშ, ევროკავშირი და ნატო არ გადახედავენ საკუთარ მცდარ პოზიციას, რომ 2008 წლის აგვისტოში, თითქოს არც არაფერი მოხდა... ვიდრე, აგრესორად აღიარებული თბილისი, მფარველების წაქეზებით, მსხვერპლის როლის თამაშს არ შეწყვეტს.

ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნვლყოფის მიზნით, ჟენევაში შემდგარმა დისკუსიების მერვე რაუნდმა, პირველივე წუთიდან გამოიწვია ქართველი დიპლომატების გაღიზიანება. პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების დელეგაციების სრულუფლებიან მონწაილეებად დასწრებით.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი თვლის, რომ პირველი და მთავარი, რისი მიღწევაც უკვე მოხერხდა - ეს ის არის, რომ ამ მოლაპარაკებებზე არ ხდება არც აფხაზეთისა და არც სამხრეთ ოსეთის დისკრიმინირება. "მათ ამ დიალოგის თანაბარუფლბიანი და ტოლფასი წევრების სტატუსი აქვთ".- აღნიშნა კოსაჩოვმა.

სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განრისხება. სწორედ, 2009 წლის 10 ნოემბერს გაზეთ "იზვესტიეში" დაბეჭდილ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასიანის "ამიერკავკასია "ჟენევის ფორმატში" სტატიის გამო - ქათველმა დიპლომტებმა აღშფოთებისგან ლამის პრეანგები შემოიხიეს ტანზე. დაუფარავი ტკივილით ხმაში ერთხმად აყვირდნენ ისინი, რომ "გამოქვეყნებული სტატიის პირველივე აბზაცში ბატონი კარასინი, როგორც ყოველთვის ცდილობს თავს მოგვახვიოს ეგრეთ წოდებული "ახალი რეალობა", რომლის შექმნას და დაკანონებასაც ცდილობს რუსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილების ოკუპაციის და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ".

რაც შეეხება თავად ჟენევის ფორმატს, განმარტავენ თბილისში, ის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საშუალებად.

ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის თავმჯდომარეობით მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლები. თანაც, რუსეთი როგორც "ოკუპანტი", საქართველო კი, - "მსხვერპლი". ეს ქართული განმარტებით და თბილისს ასეთი ფორმატი თავდაპირველად აკმაყოფილებდა. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ შემდეგ ფორმატი შეიცვალა. ამჟამად, სააკაშვილის დიპემისრებისთვის სამწუხაროდ, თანათავმჯომარეებისა და კონსულტაციების მონაწილეთა გარდა "ჟენევის მოლაპარაკებების სამუშაო ჯგუფებში ინდივიდუალურად ჩართეს ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე".

"დევნილობაში მყოფი მთავრობების" ჟენევაში დასწრება ქართულ მხარეს, სრულიად აკმაყოფილებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100