- “იმედის“ სკანდალი: საპირისპირო რეაქცია 15.03.2010 23:39 ქართულ ტელეარზე შაბათს საღამოს გასული რეპორტაჟის სკანდალი ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბებმს იძენს. ქართული ოპოზიციის, რუსეთის ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კვალდაკვალ, პროვოკაცია შეაფასეს ამერიკასა და ევროპაში. თუმცა, ქართველი ჟურნალისტების „შედევრს“ მომხრეებიც გამოუჩნდა, თანაც არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის სახით.
- მარხვა და ლოცვა მისჯილები 15.03.2010 10:24 საქართველოს მთვარობა, პირველი წელი არ არის რაც პატიმრების გამოსწორების დარგში, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობს. სისხლის სამართლის შედარებით მსუბუქი მუხლით გასამართლებულებს, მონასტრებში აგზავნიან სამუშაოდ. ვერაფერს იტყვი - სულისთვისაც სასარგებლოა და სახელმწიფოსთვისაც მომგებიანი. საქართველოს ციხეები, მიუხედავად მრავალრიცხოვანი შეწყალებისა და ამინისტიებისა„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ - სულ გადავსებულია.
- რუსული ბაზები თბილისს მოსვენებას არ აძლევს 12.03.2010 11:12 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ აკრიტიკებს მოსკოვს და საუბრობს საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. ამჯერად თბილისს არ მოეწონა შეთანხმება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ. როგორც ცნობილია, რუსეთმა რესპუბლიკასთან მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთგაგების შეთანხმების ხელმოწერისას თავის თავზე აიღო ოსების უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. საქართველოში კი დღემდე ცხინვალს თავიანთ ტერიტორიად მიიჩნევენ და უარს ამბობენ იმ ფაქტის აღიარებაზე, რომ ახლანდელი სიტუაცია ქართული ჯარის თავდასხმის შედეგია.
- ნატოსთან უგეგმოდ 12.03.2010 10:16 დღეს, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის წლევანდელი ნაციონალური პროგრამის განხილვა შედგება. დოკუმენტს, ბლოკის წევრებს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის, ვიცე პრემიერი გიორგი ბარამიძე წარუდგენს. მოიწონებს თუ არა ალიანსი საქართველოს მმოქმედი რეჟიმის რეფორმების გაგრძელებას?
- ორი მილი 12.03.2010 09:55 კავკასიასა და შავიზრვისპირეთში ბუნებრივი აირის - საპროექტო უდიდესი დაპირისპირება ევროპასა და რუსეთს შორის, თეურიულად შესაძლებელია ჰარმონიულ თანამშრომლობად იქცეს. იტალიური კომპანია“ Eni,,, „გაზპრომის“ პარტნიორი „სამხრეთის დინების“ პროექტში, წინადადებით შემოვიდა ეს პროექტი გაერთიანდეს ანტირუსულ Nabucco-სთან, რომელიც ესოდენ პოპულარულია საქართველოში. ამ ორი მილსადენის კონკურენცია, იმდენად ეკონომიკურ მოგებაზე კი არ არის დაფუძნებული, რამდენადაც პოლიტიკურ მოტივებზე. და ალბათ სწორედ ეს მიზეზი დააბრკოლებს, ამ ორი პროექტის გაერთიანებასაც.
- ეუთოს დაბრუნება სურს 11.03.2010 10:22 ევროპის საბჭოს უსაფრთხოების ორგანიზაცია (ეუთო), სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სამშვიდობო მისიის დაბრუნების ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ჟოაო სოარეშმა. მისი თქმით, დამკვირვებლების მუშაობის განახლების საკითხი განხილული იქნება ოსლოში დაგეგმილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას. რა გადაწყვეყილებას მიიღებენ ევროპარლამენტარები?
”მაესტრო” - ახალი რევოლუციის მაცნე?
16.11.2009 | 09:01
მელპომენე ნამდვილად პატრონობს საქართველოს. ამისათვის საკმარისია ნიჭიერი მსახიობებისა და რეჟისორების გახსენება, მაგრამთეატრის ხელოვნებას ქართველი პოლიტიკოსებიც ეტრფიან. პიარ რესურსები პრეზიდენტისა და მისი ოპონენტების საყვარელი იარაღია. ოპოზიციური არხი "მაესტრო" ოპოზიციას ამყარებს პოზიციებს. მისი ხელმძღვანელი გახდა საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსი ეროსი კიწმარიშვილი. პოლიტიკური შოუ აღმავლობის გზაზეა.
"მაესტრო", ისევე როგორც ეროსი კიწმარიშვილი, ბევრ ხმაურიან სკანდალთან არის დაკავშირებული. საგაზაფხულო აქციების დროს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადიოდა რკინიგზის გადაკეტვისა და სახელმწიფო გადატრიალების რეკლამა.
როგორც წერდა გაზეთი "ალია", ბარამიძემ მაშინ ხაზი გაუსვა, რომ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ არ დახურა ოპოზიციური არხები. მემუკა ღლონტმა სექტემბერში უჩივლა სააკაშვილს გაეროში და მას ბრალი დასდო ტყუილში. სააკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მისცა ამ არხს საზღვარგარეთ მაუწყებლობის ლიცენზია. ღლონტი კი ამბობდა, რომ ლიცენზიის მინიჭება კანონით არის გათვალისწინებული, მაგრამ "მაესტროს" მაუწყებლობა შეზღუდულია რეგიონებში, მეწარმეებს კი არხზე რეკლამის განთავსებას უკრძალავენ.
ამ არხზე უახლოეს მომავალში იგეგმება ტელეგადაცემის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" გაშვება, რათა სახალხოდ განიხილონ ხელისუფლების კონკრეტული ქმედებები და გადაწყვეტილებები.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ "მაესტრო" სამი წლით მართვის უფლებით გადაეცა ეროსი კიწმარიშვილს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეატყობინეს თავად ღლონტმა და ეროსი კიწმარიშვილმა. ღლონტმა ასევე უარყო მასმედიაშო გავრცელებული ინფორმაცია არხის გაყიდვის შესახებ და განაცხადა, რომ ""მაესტროს" წილის არც ერთი პროცენტი არ არის გაყიდული". თავის მხრივ ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არხი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას.
მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ახლა შემუშავების პროცესშია კონცეფცია, რომელიც "ძირითადად იმას ემსახურება, რასაც ემსახურება და უნდა ემსახურებოდეს ეს არხი - მაყურებლის ინტერესებს". ტელეკომპანიის საქმიანობას გააკონტროლებს სამეურვეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
ეროსი კიწმარიშვილმა არ გამორიცხა, რომ არხზე სამუშაოდ მოიწვევენ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ჩამოშორდნენ საქმეს, მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსაც. ამასათანავე კიწმარიშვილმა არ სააზუსტა ტელეკომპანიის დაფინანსების წყარო, თუმცა განაცხადა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება.
როგორც არა ერთხელ დავწერეთ, საქართველოში გამუდმებით ბრძოლაა მასმედიისთვის. საეჭვოა ვინმემ უარყოს, რომ თანამოქალაქეების გონებისა და გულების მოგება შეიძლება პიარისა და ტელეეთერის წყალობით. ბოლოს და ბოლოს, თავად უინსტონ ჩერჩილსაც უყვარდა ხოლმე თქმა "ვინს ინფორმაციას ფლობს, ის მსოფლიოს ფლობს".
| მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info










