- ახალი კრედიტები – ახალი იმედები 22.03.2010 10:33 საქართველო კვლავ აგრძლებს ვალების ჭაობში ჩაფლობას. ამჯერად რესპუბლიკამ 180 მილიონი ევრო მიიღო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისგან. ფული მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობასა და თბილისის რკინიგზისა სადგურის ქალაქის ცენტრიდან, გარეუბანში გადატანას მოხმარდება. მართალია მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ეს ისტორიული პროექტებია. მაგრამ, საქართველოს საგარეო ვალი უკვე ოთხ მილირად დოლარს მიუახლოვდა.
- „იმედის“ ქრონიკისათვის სასამართლო შეშლილებზე 22.03.2010 10:30 ტელესიუჟეტისათვის, რომელიც ნაციონალურ პანიკას გამოიწვევს, უნდა გაასამართლო და ჩააჯინიო ან ციხეში ან საგიჟეთში. ქართულმა ოპოზიციამ მოჩივანის როლი აიღო და სასამართლოში განცხადებასბ ამზადებს „იმედის“ გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის და ქვეყნოის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
- ევროპა საქართველოს: ნუ ახდენთ ომის პროვოცირებას 19.03.2010 23:49 ევროპის კავშირი საკუთარი რისკის ფასად განაგრძობს საქართველოსთან დაახლოვებას. უკვე მიღწეულია სავიზო რეჟიმის გამარტივება და მზადების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები. და ამ ფონზე სრულიად უადგილო და ზედმეტი გახლდათ ევროპული პარტნიორობის იმიჯისათვის, ისეთი თვითმყოფადი გამოხტომები, როგორიც გახლდათ „იმედის“ სიუჟეტი, რუსეთის გამოგონილი თავდასხმის შესახებ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროუზომ, პრემიერ ნიკა გილაურს მოუწოდა ქვეყანაში მდგომარეობის გამამწვავებელი ქმედებებისაგან შეიკავონ თავი.
- ჟენევის მოლოდინი 19.03.2010 13:37 საერთასორისო ორგანიზაციის სპეცწარმომადგენლები ამ დღეებში ატარებენ შეხვედრებს საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიების ახალი რაუნდის თაობაზე. თბილისს იმედი აქვს, რომ განიხილავენ ევროკავშირის მიერ სემუსავებულ დოკუმენტს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ახალგაზრდა რეგიონში კი გარკვეული წინსვლის იმედებს ამყარებენ გაეროს ახალ ელჩზე ანტი ტურუნენზე, რომელიც გუშინ ჩავიდა სოხუმში.
- სომხები დაისჯებიან ანკარის ამერიკული შანტაჟისთვის 18.03.2010 13:51 თურქეთის პრემიერმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან 100 000 სომეხ ემიგრანტს გადევნიდა გენოციდის რეზოლუციის გამო. თურქები ერევანისგან მისი დიასპორის ”დაწყნარებას” მოითხოვენ, რომლის დახმარებითაც ამერიკა ყოველწლიურად ზეწოლას ახდენს ანკარაზე და იმუქრება, რო აღიარებს სომხების გენოციდს. ისე, მცოცავი გენოციდი უკეთესია, ვიდრე სისხლიაი გარჩევა.
- შემდეგი გაჩერება – ეუთო 18.03.2010 11:24 19 მარტს საქართველო, ეუთოს წინაშე - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ახალ სტრატეგიას წარადგენს. ოფიცილაურ თბილისს, დოკუმენტის რეალიზებაში ორგანიზაციის მხარდაჭერის და „ მის საბოლოო ფორმატში, თავად ეუთოს მიდგომების ასახვის“ იმედი აქვს. ცოტა უფრო ადრე, საქართველოს წარმომადგენლებმა სტრატეგია გაეროს, ევროკავშირსა და ნატოს გააცნეს, სადაც ქართველი სტარეტეგების გეგმას მწვანე შუქი აუნთეს. გაივლის თუ არა დოკუმენტი, დასავლეთის მხრიდან მოწონების მეოთხე სტადიას?
განხეთქილება ოპოზიციაში, ხელისუფლების კონსოლიდირებას იწვევს
17.11.2009 | 10:43
საქართველოში - წინასაარჩევნო სკანდალია. ამ შემთხვევაში, საუბარი არ არის არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელთაც დაჟინებით მოითხოვდა ოპოზიცია. ამჯერად ქარიშხალი, მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებითაა მოსალოდნელი. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების აზრით, ეს ეპოქალური მოვლენა უნდა გახდეს, ვინაიდან მის ქვეშ - შიდა რევოლუცია მოიაზრება. მაგრამ, ოპოზიციასა და მთავრობას, არც ამ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ კონესენსუსის პოვნა.
ერთერთი ზომიერი ოპოზიციური პარტია - "ალიანსი საქართველოსთვის"- ჯერ კიდევ სექტემბერში აცხადებდა, რომ მზად არის მოანწილეობა მიიღოს არჩევნებში. დაასახელეს კანდიდატიც - ირაკლი ალასანია. მას მარავალი დასავლელი და ქართველი ექსპერტი უწინასწარმეტყველებს პრეზიდენტის კარიერას. თუმცა, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები - ის 2010 წლის გაზაფხულზე უნდა შედგეს - მით მეტად უკონტროლო ხდება სიტუაცია.
როგორც ქართული მამსედია იტყობინება, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, უფრო ზუსტად მისმა იმ ნაწილმა, რომელმაც დიალოგის გზა აირჩია, ვერაფრით ვერ შეძლეს მოლაპარაკება. დაბრკოლებად გადაიქცა, საარჩევნო რეფორმის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც მუშაობა რამოდენიმე ხნის წინ ერთობლივად დაიწყეს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
მთავრობა დაჟინებით ითხოვს "საპროცენტო ბარიერის" მოხსნას. ანუ ქალაქის მერის არჩევნებზე გაიმარჯვებს ის, ვინც მეტი ხმების რაოდენობას მოიპოვებს. ვინაიდან, ოპოზიციამ ვერ შეძლო გაერთიანება და ალბათ მერობის კანდიდატების რაოდენობა არა ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ადამიანების (მაშინ 13 პრეზიდენტობის კანდიდატი იყო), ისინი 50 პროცენტიან ბარიერს ითხოვენ.
ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ რამდენიმე კანდიდატი იქნება წარდგენილი ოპოზიციიდან, რომლებიც ერთმანეთს ხმების გარკვეულ რაოდენობას წაართმევენ და შედეგად მთავრობის წარმომადგენელი გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, რომ ამგვარ დათმობებზე წასვლას - მერის პირდაპირი არჩევნები და მუნიციპელიტეტების ხელმძღვანელობაში პოსტები ოპოზიციონერებისათვის - მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ აპრილში დათანხმდა. მაშინ მისმა ოპონენტებმა, ეს წინადადება კომენტარის ღირსადაც კი არ ჩათვალეს. ყოველი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის სავარძელს უმიზნებდა.
ოპოზიციის წარმომადგნელების, სააკაშვილთან პირველი შეხვედრის შემდეგ, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აღშფოთებული იყო იმით, რომ ხელისუფლება ცდილობდა მოწინააღმდეგეების მოსყიდვას: "კახა შარტავასთან ლაპარაკისას მან (პრეზიდენტმა) მინიშნება გააკეთა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ირაკლი ალასანიას მან აგრძნობინა, რომ მას მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ცოტა მოცდაა საჭირო. ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას კი, მერის არჩევნები მოიხსენია და დააყოლა, რომ "თბილისი მაინც თქვენია".
შემოდგომის დადგომასთან ერთად, ოპოზიციონერებს მეტად გაუჩნდათ საუბრის სურვილი.
| მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info










