RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალი ქართული ზღაპრები ნატოსთვის

17.11.2009  |  10:48

4585.jpegედინბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორმოცდამეთხუთმეტე სესია გაიხსნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 28 ქვეყნიდან, 340 პარლამენტარის მონაწილობით. სესიის მუშაობა 5 პროფილიანი კომიტეტების სხდომთა ჩარჩოებში წარიმართება, სადაც დაგეგმილია რუსეთთან თანამშრომლობის საკითხების განხილვა, ბირთვული გაუვრცლებლობის გლობალური რეჟიმის განმტკიცება - თეირანის ატომური ამბიციების გათვალისწინებით, პაკისტანსა და ავღანეთში სიტუაციის განვითარება და ასევე ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის პოტენციური შესაძლებლობები.

სამოქალაქო უსაფრთხოების აზომვის კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელი - მთავრობის ვიცე-პრემიერი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, ვრცელი სიტყვით აპირებს გამოსვლას.

საქართველოს წარმომადგენელი, ერთი საათის განმავლობაში ტრაგიფარსს გაიმთამაშებს ნატოს ქვეყნების პარლამენტარების წინაშე. ავლაბრელი მეფის ნაცვლის გარმოცვაში მყოფ ქართველ პოლიტიკოსებს ახალი კოზირი აქვთ, ასე უწოდებენ პრეზიდენტს ამ ბოლო დროს თანამემამულეები, ეს - მიხეილ სააკაშვილის გამოგონილი "ეთნიკური წმენდაა", რომელსაც ვითომც და მოსკოვი ატარებს "ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

რბილად, რომ ვთქვათ - საკმაოდ არამყარი თემაა. თუნდაც იმიტომ რომ, კოსოვოსთან პარალელებს შეგვახსენებს. თუმცა, ბატონი ბარამიძე, აპირებს საპარლამენტო ასამბლეას მოუთხროს ისტორიები ადამიენების გატაცებაზე, რომელთ გაგონებაზეც მსმენელს ძარღვებში სისხლი უნდა გაეყინოს. მაგრამ, იმის შესახებ, რომ ეს ისტორიები თავიდან ბოლომდე მოგონილია, სააკაშვილის გარემოცვამ - ან არ იცის, ან კიდევ იმდენად სჯერა საკუთარი სპეცსამსახურების, რომ მზად არის თავი საერთო დაცინვის საგნად გაიხადოს.

ამასობაში, ერთერთი ბალტიისპირული საინფორმაციო სააგენტო, მთელი სერიოზულობით ატყობინებს საკუთარ კლიენტებს, რომ "გიორგი ბარამიძე მოუწოდებს ნატოს პარლამენტარებს, ყურადღება მიაქციონ ადამიანების გატაცების ფაქტებს და აქტიური ზომები მიიღონ მათ გასათავისუფლებლად. ასევე, მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. წინასწარი მონაცემებით, ის შეფასებას გაუკეთებს რუსეთის ქმედებებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, ასევე შეკრებილ საზოგადოებას გააცნობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების თემატიკას, გაანალიზებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მსვლელობას და მიმდინარე რეფორმებს".

ერთი შეხედვით, ყვლაფერი კარგად ჟღერს. თუმცა რუსეთმა, რომელიც ასევე ესწრება ედინბურგში ნატოს საპარლამენტო ასამბალეას, შესაძლოა მოითხოვოს "ეთნიკური წმენდის" და "ადამიანების გატაცების" დამადასტურებელი ფაქტები. ამ დროს კი, ბარამიძეს ლაბათ ჯიბეში არაფერი არ აღმოაჩნდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100