RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დაკანონებული პატრიორიზმი

19.11.2009  |  10:57

4611.jpeg"პატრიოტის აქტი" რის გამოც, უკვე დიდი ხანია ცხარედ კამათობენ ქართველი პოლიტიკოსები, შესაძლოა მაინც დაკნონდეს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციმ ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოთქვა პროტესტი "პატრიოტიზმის დაკანონებაზე". თანაც, პარლამენტში "პატრიოტიზმის" დოკუმენტის ინიცირება ერთერთმა ოპოზიციონერმა მოახდინა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობიდან. ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა გარკვეულიყო, თუ კერძოდ რას ფიქრობენ თბილისში ამგვარი "პატრიტული" დოკუმენტის მიღებაზე.

როგორც ადრე, კვლავ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, საპარლამენტო ფრაქციის "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძეა ინიციატორი. მისმა ადრინდელმა ინიციატივამ, არასაპარლამენტო ოპოზიცია აღაშფოთა. მათი აზრით, "პატრიოტის აქტი" ხელისუფლებას ტერორიზმათან საბრძოლველად კი არ დასჭირდა, არამდე პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის გასაძლიერებლად. ამიტომაც, აქტის ახლანდელი ვარიანტი რამდენამდმე "ლიბერალიზებულია".

თავად თორთლაძე თვლის, როგორც მან საკუთარი დოკუმენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მოცმული ინიციატივის გარშემო "ხმაური" უსაფუძვლო იყო, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს ტელეფონების მოსმენას, უნებართვოდ ჩხრეკას და ელექტრონული ფოსტის კონტროლს.

სწორედ ამ პუნქტებმა გამოიწვიეს, ოპოზიციის განსაკუთრებული გაღიზიანება. "მოძროაბა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ ოქტომბერში, როდესაც გამოქცვეყნდა ინიციატივა "პატრიოტის აქტი" ხელმოსაწერად, პრეს-კონფერენციაც კი ჩაატარა ამასთან დაკავშირებით და განაცხადა:" "პატრიოტის აქტის" მიღება ანტიკონსტიტუციური ქმედება იქნება, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს".

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, "პატრიოტული" აქტის მიღება, ხელისუფლებას კიდევ უფრო უკონტროლო მოქმედების საშუალებას მისცემს. მან აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს, ამის გარეშეც საკამოდ ფართო, ყოველგვარი კანონით შეუზღუდავი უფლებამოსილებები აქვთ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, რომ აქტის ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

თუმცა, კოლეგების უკმაყოფილება თორთლაძეზე არანაირად არ აისახა და ვერ შეაჩერა ის. ის კვლავ აპელირებს, რომ ანალოგიური დოკუმენტი შეერთებულ შტატებში მოქმედებს. ის დააკანონეს 2001 წლის 11 სექტემბრის მასშტაბური ტერაქტის შემედეგ. დოკუმენტს საფუძვლად უდევს, სამართალდამცავის ორგანოების ანტიტერორისტული მოქმედებები. სწორედ ასეთივე ანტიტერორისტული შეფერილობის მიცემას ცდილობენ საქართველოში "პატრიოტიზმის დოკუმენტისთვის".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100