RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიტამნისტია - უფრო ფარსი, ვიდრე კეთილი ნება

23.11.2009  |  09:10

4639.jpegგუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული ოპოზიციის მომხრე რვა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს. „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია თვლის, რომ ეს სულაც არ არის საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება, არამდე ამერიკელი პოლიტიკოსების დაჟინებული მოთხოვნის შედეგია. ამასთან ერთად უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, მოითხოვენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და მორიგი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების საკითხი, შესაშური რეგულარობით დგება. მაგრამ, ხელისუფლება ასევე რეგულარულად აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

მაგალითად, ორიოდე დღის წინ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია დემოკრატიის სფეროში რეფორმების საკითხში ამერკულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, კვლავ ამტკიცებდა ამას.

„პოლიტპატიმრებზე საუბარიც კი არსერიოზულია, ვინაიდა საქართველოში არ არსებობენ პოლიტიკური ტყვეები. რაც შეეხება საქართველოს ნდობის დაბრუნებას, ეს ნამდვილად გახლავთ სამუშაო თემა და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სასამართლო მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება, იმისათვის რომ საზოგადოების ჩართვა უზრუნველვყოთ სასამართლო პროცესებში",- ბოკერიას ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

მეორე დღესვე, საქართველოს ამერიკელი მეგობრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან „პოლიტიკური პატიმრების" განთავისუფლების კონკრეტული თარიღის დანიშვნის საკითხი დასვა. „ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული თარიღები გვჭირდება, თუ როდის განთავისუფლებენ პოლიტპატიმრებს, თუ როდის შეწყდება პოლიტიკური რეპრესიები და როდის გადავა ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე".- განაცხადა ბურჯანაძემ და თან აღნიშნა, რომ „ამას არ უნდა დასჭირდეს წლები და თვეები".

ასეა თუ ისე, მაგარამ უკვე მეორე დღესვე, 18 ნოემბერს მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რვა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. როგორც „ვზგლიადი" იტყობინება, ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის" პირდაპირ ეთერში განცახდება გააკეთა გაეროში საქართველო ექს-მუდმივმა წარმომოადგენელმა „ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა" ირაკლი ალასანიამ.

ის თვლის, რომ ხელისუფლებაზე ამგვარი გავლენა იქონია, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პოზნერის ვიზიტმა. მათ სამშაბათს დაასრულეს ორდღიანი მოლაპარაკებები საქართველოსთან. რა ბედი ელით დანარაჩენ პოლიტპატიმრებს? ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100