RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„საქართველოს საკითხი“ აღარ არის აქტუალური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის

24.11.2009  |  09:30

4649.jpegევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამაბლეა იანვრის სესიაზე, აღარ აპირებს განიხილოს საინფორმაციო მოხსენება „რუსეთსა და საქართველოს შორის ომზე", რომლის მოსმენასაც საქართველო დაჟინებით ითხოვს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომისიამ, მხარი არ დაუჭირა საქართველოს დელეგაციას, იანვრის სესიაზე გამოეტანათ საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი კონფლიქტი. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომისიის სხდომის შემდეგ აცნობა რია-ნოვოსტის.

„დაგვიანებით, მაგრამ ევროსაბჭოს ასამბლეა ნელნელა იწყებს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში სწორად გარკვევას და საღი აზრი იმარჯვებს",- აღნიშნა სახელმწიფო დუმის კომიტეტის პირველმა მდივანმა. ამგვარად, რუსულ-ქართული დოსიე იანვრის სესიაზე მოსალოდნელია, რომ საერთოდ არ იქნება წამოჭრილი და ამ საკითხის განხილვა კომიტეტებისა და ასამბლეის კომისიების დონეზე გადავა, დაასკვნა ლეონიდ სლუცკიმ.

როგორც ცნობილია, ევროასაბჭოს საპარლამენტო ასმბლეა ყურადღებით აკვირდება საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს, მას მერე რაც ხუთდღიანი ომი დსრულდა.

გასული წლის ოქტომბერში, სტრასბურგში პირველად განისიხლეს ეს პრობლემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას. ასამბლეის დისკუსიების შედეგების მიხედვით, ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რადიკალურად განწყობილ პარლამენტარებს, რომლებიც მოითხოვდნენ რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას, აგვისტოს მოვლენებში მონაწილეობისათვის.

თუმცა, მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ განიხილებოდა. ივნისში ევროპარლამენტში პაუზა აიღეს, მაგრამ ოქტომბერში კვლავ დაუბრუნდნენ შარშანდელ მოვლენებს. ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით, კვალავ არ დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის წინადადებას, რუსებისათვის ხმის ჩამორთმევის შესახებ.

ოქტომბრის სესიაზე საქართველოს მცდელობამ, საომარი მოქმედებები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოედანზე გაეჩაღებინა, კრახი განიცადა. თუმცა, დეპუტატების გარკვეული ნაწილი, უპირატესად ყოფილი სოცილაისტური ბანაკიდან, ცდილობდნენ რუსეათისათვის უფლებამოსილება ჩამოერთმიათ, მაგრამ პარლამენტარების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მათ დემარშს. ამას მოჰყვა, ტალიავინის კომისიის მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც საქართველო ამ ომის წამომწყებად იქნა დასახელებული.

ევროკავშირის დამოუკიდებელი ექსპერტების მოხსენება, რომელშიც საქართველო, მკაფიოდ არის დასახელებული აგრესორად, ძალზედ დროული გამოდგა. შედეგად, რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის მომხრე მხოლოდ 35 დეპუტატი გამოდგა, თუმცა საწყის ეტაპზე ასეთი „მარგინალი" შვიდათეულზე მეტი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100