RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციონერებს გაერთიანებისკენ უბიძგებს

24.11.2009  |  10:39

4651.jpeg"ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავზე ოპოზიციონერებს როგორც იქნა გაერთიანების იმედი გაუჩნდათ. მათმა ორმა ლიდერმა, რომლებიც თავიდან იყვნენ პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატები, დაიწყეს კონსულტაციები თანამშრომლობაზე. ეს არის ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე.

გასული კვირის ბოლოს ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის ლიდერები ამზადებენ სოლიდარობის ქარტიას სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის შესახებ ხელმოსაწერად.

მისი თქმით, ქარტიის აზრი ის არის, რომ ხელისუფლების შეცვლის მომხრეები დემოკრატიული არჩევნების გზით და ისინი, ვინც მხარს "ქუჩის აქციებს" უჭერენ, იმოქმედებენ ერთხმად. "საჭიროა ოპოზიციის ერთობა",- თქვა ლევან გაჩეჩილაძემ.

ხელისუფლების მოწინააღდმეგეების ქრონიკული მოულაპარაკებლობა აშფოთებს საზოგადოებას. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპონენტებმა ვერა და ვერ შეძლეს ერთიანი კანდიდატის წარდგენა. პრეტედენტი კი იყო 13. ხელისუფლებასთან დაპირისპირების ბოლო რაუნდიც ქარს გაატანეს ოპოზიციონერებმა, რადგანაც თითოეული მათგანი საკუთარ მიზანს ემსახურებოდა.

ტყუილად არ თქვა გასულ კვირად ედუარდ შევარდნაძემ: "იმის მთავარი მიზეზი, რომ ოპოზიციამ ვერ დაამარცხა სააკაშვილის რეჟიმი არის ოპოზიციის გამოუცდელობა, ერთიანობის ნაკლებობა".

მისი თქმით ოპოზიციის ლიდერები მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში იყვნენ ერთიანები. "ხელისუფლება ასე არ მიდის. იმისთვის, რომ აიძულოთ გადადგომა, უნდა იგრძნონ ოპოზიციის ძალა და ერთობა, თუმცა ეს ჯერჯერობით არ ჩანს",- თვლის შევარდბაძე. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლანდელი ხელისუფლება ოპოზიციაზე ძლიერია გამოცდილებითაც და რესურსებითაც.

ახლა საქართველოში ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ, მასმედა აქვეყნებს ოპოზიციის რიგებში სიტუაციის ანალიზს. ექსპერტების პროგნოზით, საეჭვოა ვინმემ შეძლოს ამ ადამიანების გაერთიანება.

ნინო ბურჯანაძე ახლა რადიკალური ფრთის წარმომადგენელია. მან არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერებს გაერტიანებისკენ. მას მხარი მხოლოდ ირაკლი ალასანიამ დაუჭირა, რომელიც პარიზიდან ხელმძღვანელობს თავის პარტიას.

ირაკლი ალასანია გაწონასწორებული ოპოზიციის წარმომადგენლების რიგებშია. ალასანიამ თავისი კანდიდატურა მერის პოსტზე წამოაყენა. თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი საამომრჩევლო კოდექსის რეფორმირების შესახებ ჩიხში შევიდა.

ასე რომ ოპოზიციის გაერთიანება ღვთის ნებაა. ირაკლი ალასანიამ და ნინო ბურჯანაძემ დაიწყეს მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ. მოლაპარაკების შედეგებზე ჯერ არავინ სუაბრობს. თუმცა ალასანია-ბურჯანაძის ტანდემი ექსპერტებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე იწინასწარმეტყველეს, როდესაც საპროტესტო აქციები იწყებოდა. ჯერ კიდევ თებერვალში გიორგი ხუხაშვილმა თქვა: "არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდება ორი ოპოზიციური ცენტრი - ბურჯანაძე და ალასანია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100