RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სად მტკვარი და სად ჩემი სახლი!

24.11.2009  |  13:48

4656.jpegცნობილი თბილისური გამოთქმა „სად მტკვარი და სად ჩემი სახლი!" შეუთავსებელ პრობლემებზე საუბრის კონტექსტში გამოიყენება. თუმცა... რა აქვთ დღესდღეობით საერთო საქართველოსა და ესტონეთს? გადაკვეთის წერტილები არსებობს. პირველ რიგში, ეს მმართველი წრეების რუსოფობიაა, რაც უკანსაკნელ პერიოდში ესტონელებს ძალიან ცუდად უბრუნდებათ. სიმართლე რომ ითქვას, ქართველებსაც.

ამას მოჰყვება სწრაფვა, რაც შეიძლება მალე შეერწყან დასავლეთის ეკონომიკურ სისტემას. მაგრამ, როგორც კრიზისმა გვიჩვენა, ეს სწრაფვა ესტონეთს ლამის დეფოლტით შემოუბრუნდა, საქართველოს ეკონომიკა კი, მხოლოდ ვაშინგტონის, ევროსტრუქტურების, მსოფლიო სავალიუტო ფონდის კრედიტების და სხვა სპონსორული მხარდაჭერის, დონორული შემოსავლების ხარჯზე არსებობს. კიდევ რა? რევოლუციებისადმი სიყვარული! მაგრამ, მხოლოდ ფერადისადმი, „ვარდისფერის" ან ‘ნარინჯისფერის" მიმართ.

ევროპერლამენტის ესტონელმა დეპუტატებმა, მცირე ძალისხმევა როდი მოახმარეს უკრაინაში „ნარინჯისფერი" რევოლუციის განმტკიცებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან დასავლური დემოკრატიული ფასეულობების ესტონელი მცველები, მაუწყებლობდნენ: „უკრაინის უფლებაზე, ჰყავდეთ საკუთარი გმირები": თუმნდაც სს ფორმაში, ჰიტლერის რკინის ჯვრით გულზე და თუმნდაც მხარზე „ბერდანკით", თავზეხელაღებული-ბენდერების ფორმით.

განსაკუთრებული სიბეჯითით, ესტონელი დეპუტატების იუშენკოს კამპანიის გაფიარებით დაკავდნენ, რომელიც შიმშილით სიკვდილთან იყო დაკავშირებული. ამ სარბილეზე ისინი ისე გაერთნენ, რომ კინაღამ საკუთარი თავიც ანუ ესტონელი ხალხიც, მოსკოვის მიერ ჩაფიქრებული შიმშლით გაწყვეტის მსხვერპლად გამოაცხადეს. მაგრამ, დროულად მოეგენ გონს: ამ დროისათვის ესტონეთი აღარ შედიოდა არც რუსეთის იმპერიის შემდგენლობაში და არც საბჭოთა კავშირში.

შემდეგ, ესტონელი ევროპარლამენტარები საქართველოს ლიდერის სააკაშვილის მხრადჭერაზე გადაერთნენ. მითუმეტეს, რომ ავლაბრის რზიდენციის მეპატრონემ გულღიად მიიწვია „ესტონელი დამრიგებლების" პოლკები. ბატონი სააკაშვილის მთავარი მრჩეველი ნაციონალისტური პარტიის „მამულის კავშირი და Res Publica" ლიდერი მარტ ლაარი გახდა.

დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში, ის ორჯერ ხელმძღვანელობდა მთავრობას და შეძლო ესტონეთი, ვაშინგტონის ნების უსიტყვო შემსრულებლად ექცია. ამისთვის დასავლელმა ბატონებმა გულუხვად დააჯილდოვეს ლაარი და ის მილიონრად აქციეს, მიანიჭეს რა ყველა შესაძლებელი პრემიები. ააგროვა რა ყველა პრემიალური თანხა ესტონეთში დემოკრატიის განვითარებისათვის, ლაარმა გადაწყვიტა მეორე წრეზე წავიდეს, რათა პრემიების უხვი მოსავალი მოიმკას, საქართველოს „დასავლური დემოკრატიის" ფასეულობებთან ზიარებისა და მიერთებისთვის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100