RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რუსეთის პრეზიდენტი ბელორუსიის ”აუქციონის” შესახებ

25.11.2009  |  09:27

4668.jpegდიმიტრი მედვედევმა ახლახან ბელორუსიელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი არ ახდენს ზეწოლას ბელორუსიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თაობაზე. ის, რომ ეს თემა პერიოდულად მუსირებს მისი მინსკელი კოლეგის საუბრებში - სხვა არაფერია, თუ არა ვაჭრობის ელემენტი უცხოური დახმარებსთვის. არავინ იცის რა მოხდა ბელორუსიაში, მაგრამ საქართველოს საგარეო სამინისტროში მედვედევს ნამდვილად არ დაუჯერეს. ბელორუსიელმა პარლამენტარებმა პირობა დადეს, რომ ამ კვირაში გამოაქვეყნებდნენ სოხუმი, ცხინვალის და თბილისის შესახებ მოხსენებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ჩაატარა სპეციალური პრეს-კონფერენცია ბელორუსიელი ჟურნალისტებისთვის. ორი ქვეყნის ურთიერთობები საკმაოდ რთულ პერიდშია. განხეთქილების მიზეზი კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხია.

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არც ისე დიდი ხნის წინ განუცხადა ლიტველ ჟურნალისტებს, რომ მას მოსკოვთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს და ის რჩება მის ახლო პარტნიორად. მაგრამ იმავდროულად, ასევე მანამდეც და შემდეგაც, ის სახალხოდ გამოთქვამდა აღშფოთებას, რომ, თურმე, რუსები მინსკს აიძულებენ აღიაროს საქართველოს ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. დადგა რუსეთის პრეზიდენტის დროც, რომ შეიტანოს გარკვეულობა ამ საკითხში.

მედვედევმა განაცხადა, რომ ყველა საუბარი ზეწოლის შესახებ "თითიდან გამოწოვილია". "არც ერთ სახლახო გამოსვლაში, არც პირადი შეხვედრების დროს მე არ მითხოვია ბელორუსიის არცერთი წარმომადგენლისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მე ეს ირიბადაც კი არ მიხსენებია",- ხაზი გაუსვა მან და დაუმატა, რომ ეს ყველაფერი "ჰგავს ვაჭრობას".

ჩვენ უკვე არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ ბელორუსია სარგებლობს მომენტით და დასავლეთისა და რუსეთისგან მაქსიმუმ პრეფერენციებს იღებს აღიარების თემით სპეკულირებით. თუკი ევროპელები უკვე მერამდენედ უკრძალავენ ბელორუსიას აღიარებას, მოსკოვი ამ ბოლო დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს არ იქონიოს ზეწოლა ლუკაშენკოზე, რათა არ შეუწყოს ელი ერთადერთი ახლო მოკავშირის ევროპაში შესვლას, თვლის ბალტიისა და დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ბელორუსიის განყოფილების ხელმძღვანელი ალექსანდრე ფადეევი. მისი თქმით, მოსკოვისთვის ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს მინსკთან მეგობრობა, ვიდრე მიაღწიოს ორი რესპუბლიკის აღიარებას.

ის, რომ მინსკი ჯერ კიდევ პერსპექტიულ პარტნიორად ითვლება, დაადასტურა მედვედევის განცხადებებმა ორი ქვეყნის შესახებ. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერთიანი სახელმწიფოს შექმნა "ისეთი ტემპებით არ მიდის, როგორც გვსურდა", "მაგრამ რატომ უნდა გავიქცეთ სხვადასხვა მხარეს?". მან დაამატა, რომ ჯერჯერობით არ ყოფილა საუბარი ლუკაშენკოსთან ბელორუსიის შეერთების თაობაზე, მაგრამ ეს შეიძლება გახდეს განხილვის საგანი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100