RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საეკლესიო ქვების შეგროვების დრო

26.11.2009  |  09:35

4682.jpegსომხეთში გუშინ საპროტესტო აქცია ჩატარდა - სომხური კულტურული მემკვიდრეობისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების წინააღმდეგ. საბაბი გახდა, თბილისში ერთერთ უძველეს სომხურ ეკლესიაში კედლის ჩამონგრევა. ტაძარი იმ ხუთი ობიექტის რიცხვშია, რომელების საკუთარ მფლობელობაში დაბრუნებაც სომხურმა სააპოსტოლო ეკლესიამ უშედეგოდ სცადა. საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ რესტავრაციას გაუკეთებენ ტაძარს, მაგრამ სადავო ეკლესიების საკითხის გადასწყვეტად - ჯერ არ არიან მზად.

საქართველოში წვიმებმა, სერიოზული ზარალი მიაყენეს სოფლის მეურნეობას და საცხოვრებელ სახლებს. მაგრამ, სწორედ ამ წვიმების გამო ამოტივტივდა ზედაპირზე სომხური ეკლესიების კუთვნილების ძველი პრობლემა. მათ უმეტესობაზე საქართველოს მართლამდიდებლურ ეკლესიას აქვს პრეტენზია.

ადრე, სომხურ სააპოსტოლო ეკლესიას, დაახლოებით სამ ათეულამდე კულტურული შენობა ეკუთვნოდა. ახლა - მხოლოდ ორი.

ХIV საუკუნის შუა პერიოდის ეკლესია „წმინდა გევორქი" სადავო შენობების რიცხვს ეკუთვნოდა და უკვე მრავალი წლის განმავლობაში აღარ გარემონტებულა. საბჭოთა პერიოდში იქ ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო გახსნილი. 1990 წელს როგორც ავარიული შენობა, ის საბოლოოდ დახურეს.

ნოემბრის ნიაღვრებმა, ეკლესიის კედლისა და გუმბათის ნაწილის ჩამოქცევა გამოიწვიეს. რომ არა, დიდი ხნის დავა ორი მეზობელი ქვეყნის პატრიარქებს შორის, არქიტექტურული ძეგლი აბო თბილელის ქუჩაზე, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა გამაგრებული.

4683.jpegასე რომ, სომხებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ეჭვი გაუჩნდათ, რომ ისინი განზრახ ანგრევენ სომხურ კულტურულ ძეგლებს. სომხური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ, სრულიად სომხეთის კათალიკოსის გარეგინ მეორის თავმჯდომარეობით - პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასა და მართლამდიდებლურ ეკლესიას დააკისრა. ხოლო კავშირი „ერკირ"-ი აცხადებს, რომ: კულტურულ-ისტორიული ძეგლის განადგურებამდე საქმე, ნაციონალური უმცირესობების მიმართ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედო და დისკრიმინაციულმა პოლიტიკამ მიიყვანა.

სომხების აღშფოთებამ, დღეს ერევანში, საქართველოს საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში ჰპოვა გამოხატულება.

საქართველოს ელჩი - გოჩა თარგამაძისთვის წერილის გადასაცემად, დაახლოებით 500 ადამიანი შეიკრიბა. ისინი შემდეგი ლოზუნგებით გამოდიოდნენ: „არა კულტურულ გენოციდს" და „ ქართველები - არაქრისტიანები".

შემდგომ, დემონსტრანტები ერევანში გაეროს წარმომადგენლობისაკენ გაემართნენ, რათა მომხდარის საქმის კურსში მსოფლიო საზოგადოება ჩააყენონ, თუ როგორი მდგომარეობაა საქართველოში თავისუფალ აღმსარებლობასთან დაკავშირებით, იტყობინება PanARMENIAN.Net.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100