RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ავლაბრული ზღაპრების დრო წავიდა

26.11.2009  |  09:37

4685.jpegდასავლეთის საზოგადოებრივი აზრი ახლა დაკავებულია კრიზისიდან გამოსვლის საკითხებით, ირანის ბირთვული პოტენციალის პრობლემებით, ავღანური ომით, სადაც უიმედოდ ჩაერთნენ ვასინგტონი, ნატო და სხვა პარტნიორები. საქართველოს ასეთ ვითარებაში იმაზე ნაკლები ადგილი გამოეყოფა, ვიდრე სააკაშვილი ისურვებდა.

მისი მცდელობა იმისა, რომ ევროკავშირის საპარლამენტი ასამბლეაზე საქართველო პირველი საკითხი ყოფილიყო, ჩავარდა, ქართული როტის ავღანეთში გაგზავნამ კი სულაც არ მიიღო ისეთი მასშტაბური შეფასება, რისი იმედის ქართველ პრეზიდენტს ჰქონდა.

ამერიკული დპლომატია ცდილობს დაიჭიროს უაღრესად ფრთხილი პოზიცია ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გაშუქებისას, განსაკუთრებით ისეთ სფეროში როგორიც ომია.

ამერიკის ელჩმა რუსეთში ჯონ ბაიერლიმ ახლახან ხაზი გაუსვა: "ჩვენ არ ვაწვდით იარაღს საქართველოს და არვ ვგეგმავთ ამის გაკეთებად. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა შეიქმნა. ნამდვილად, ჩვენ ვწვრთნით ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში ოპერაციების ჩატარებისთვის. ეს სპეციფიკური მისიაა. ქართველი ჯარისკაცები შეიტანენ თავიანთ წვლილს ავღანეთსი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სამხედროები. ხოლო საუბრები იმის შესახებ, რომ ამერიკა აწვდის იაღას საქართველოს, სინამდვილეს არ შეესაბამება".

როგორც ამ ინტერიუდან ჩანს, ამერიკელ დიპლომატს განსაკუთრებულად ყურადღება არ გაუმახვილებია ქართული როტის წვლილზე. სააკაშვილმა თავისი ჯარისკაცები ამერიკას "სათოფე ხორცის" მორიგ მასალად გაუგზავნა და ამერიკაც მადლობელია. მაგრამ იარაღის მიწოდებას, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზე, ვაშინგტონი არ გეგმავს.

თუმცა ამერიკელ ელჩს არ გაუცია პასუხი კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ამერიკა "დაცვის" გაგებაში, როდესაც ამბობს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საქათველომ შეძლოს თავის დაცვა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ესმის, თუ რამდენად მგრძნობიარეა ეს თემა და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა მუშაობს ძალიან მჭიდროდ ევროპელ და რუს პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდი სიტუაცია.

საკმაოდ სახასიათო საქმეა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არ აპირებს ათამაშოს "ქართული ბანქო" რუსეთის ხელისუფლებასთან გადატვირთვის დროს. "არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სააკაშვილს უკვე აღარავინ იღებს სერიოზულად",- ამბობს ნინო ბურჯანაძე.

"სააკაშვილს რეჟიმი ფეხზე მხოლოდ ანტირუსული რიტორიკის წყალობით დგას",- თვლის საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი.

ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოა დენიელ ლარისონის პუბლიკაცია გამოცემაში The American Cause.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100