RSS
на русском en in english
12.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისში ფასდაკლება-გაყიდვა გრძელდება

26.11.2009  |  12:11

4687.jpegსაქართველოს მთავრობა აგრძელებს საბჭოეთის დროში შექმნილი ქონების გაყიდვას. ამ კვირაში „რკინიგზის ტელეკომი" გაიყიდა, ზაფხულში ნავარაუდევ ფასზე ხუთი მილიონით ნაკლებად. რიგში კიდევ ათასხუთასი ობიექტია.

რაში-რაში და აი ეკონომიკის სფეროში საქართველოს არ გადაუხვევია არჩეული კურსიდან, რომელიც როდესღაც, მინისტრმა კახა ბენდუქიძემ აირჩია და გამოაცხადა. ისინი აგრძელებენ ასახელმწიფო ობიექტების თავიდან მოცილებას და უფრო ხშირად მათ უცხოელ ინსვესტორებზე ყიდიან. ხოლო შემდგომ იქ, თუ რას მოიმოქმედებენ: განავითარებენ თუ გაძარცვავენ საწარმოს, როგორც მაგალითად ეს ხდებოდა "რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში" - გამყიდველებს საერთო ჯამში აღარ აინტერესებთ.

ერთადერთი, რაც უკანასკნელი დროის განმავლობაში შეიცვალა, ეს ის არის, რომ რუსული კომპანიები აუქციონებზე აღარ დაიშვებიან.

გაზაფხულზე საუბრებდნენ რომ, „რკინიგზის ტელეკომით" დაინტერესებულია „როსტელეკომი". ამასთან ერთადვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ საქართველოს რკინიგზა რომელსაც "ტელეკომი" მოაკლდა შესაძლოა, ღია სააქციო საზოგადოება რუსეთის რკინიგზამ იყიდოს.

მაშინ ოპოზიციამ ისეთი ხმაური ატეხა „ნომერ პირველი" მტრისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის გამო, რომ ხელისუფლებას საჯაროდ მოუწია ამ ჭორების უარყოფა.

საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით გადადეს. ხოლო აუქციონი Railway Telecom-ზე გუშინ ჩატარდა. მაგრამ, მტრული რიტორიკით დაშინებულ რუს ინვესტორებს, ქართულ ბიზნესში ფულის დაბანდების სურევილიც კი არ გამოუთქვამთ.

ჯამში კომპანიაზე ორ ინვესტორს ჰქონდა პრეტენზია - ქართული „ახალი ქსელები" და ჰოლანდიური „ლინექს ტელეკომ". კონკურენციის არ არსებობამ და კრიზისმა ის გტამოიწვია, რომ ლოტის საწყისი ფასმი - 14 მილიონ 144 ათას 800 დოლარი, სულ რაღაც ორიოდე ასეული ათასი დოლარით გაიზარდა.

ასე რომ, ჰოლანდიელებმა სულ რაღაც 14 344 800 დოლარის საფასურად გაიმარჯვეს. არადა ჯერ კიდევ ზაფხულში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია აცხადებდა, რომ „ რკინიგზის ტელეკომის საწყისი ფასი, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო".

„ლინექს ტელეკომი" - ეს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომლსაც საკუთარი წარმომადგენლობები აქვს რუსეთში, ბალტიისპირეთში, ბელორუსში, კავკასიაში, უკრაინაში, უნგრეთში, პოლონეთში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-შიც კი. ლინექსტელეკომის არცერთი აქციონერი, არ ფლობს აქციების საკონტროლო პაკეტს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100